
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც, ძიუდოს მოყვარულებს აცნობა, რომ მათ ნაყიდი ბილეთების დაბრუნება მოუწევთ. თბილისის გრანდ სლემი კი, გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.
„მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
PS: უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი, ამ ფორმატით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო გაუქმებული თბილისის გრანდ პრის შემდეგ, ახალი ფორმატით ბრუნდება. ასპარეზობაში, რომელიც 26-28 მარტის ჩათვლით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება, 85 ქვეყნის ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.





ჩვენ








