
ერთი წლით ადრე, 2020 წლის მარტში გაუქმებული ძიუდოს ტრადიციული ტურნირის „თბილისის გრადნ პრის" შემდეგ, დიდი ძიუდო კვლავ დაბრუნდა თბილისში, თანაც განახლებული და აღმატებული ფორმატით. 26-28 მარტს საქართველოს დედაქალაქი, „თბილისის გრანდ სლემს" მასპინძლობს, რომელშიც 80 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირზე ლეგენდარული ფრანგი, ტედი რინერი დარეგისტრირდა, თუმცა, მოგვიანებით ძიუდოისტმა თბილისური ტურნირიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიუხედავად ამისა, თბილისის ოლიმპიური სასახლის ტატამზე, მრავლად იქნება ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ალბათ, აღსანიშნავია ისიც, რომ, ტურნირო, რომლის საპრიზო ფონდიც, 154000 დოლარს შეადგენს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ, ერთ-ერთი სალიცენზიოა და ამ მხრივაც, შეჯიბრი, საკმაოდ წონადია.
დღეს, ასპარეზობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სასტუმრო „რუმსში" ძიუდოში, „თბილისის გრანდ სლემი 2021"-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან, როგორც ტურნირის მასპინძელი ქვეყანა, წილისყრას, გიორგი ათაბეგაშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი), ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და 81კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი ესწრებოდნენ.
IJF-ის ეგიდით გამართული ტურნირების შესაბამისი პროცედურის დაწყებამდე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ერთხელ სთხოვა, ტურნირის მონაწილეებს, გუნდების წარმომადგენლებს, მსაჯებს და ტურნირზე მივლინებულ ყველა ოფიციალურ პირს, დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, პანდემიისთვის შემუშავებული რეგულაციები, რომელიც IJF-ს საშუალებას აძლევს ძიუდო აქტიური არსებობა გააგრძელოს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ სთხოვეს ყველას, ტურნირის მსვლელობისას არ დატოვონ სასტუმროს ტერიტორია და კონკრეტულად ადგილი, თბილისის ოლიმპიური სასახლ სადაც გაიმართება ასპარეზობა.
„ძვირფასო სტუმრებო, ყველა ვინც ახლა ონლაინ გვიყურებს! ჩვენთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ, „თბილისის გრანდ სლემზე". ჩვენთვის პატივია, რომ ტურნირზე მსოფლიო ძიუდოს ოჯახის ამდენი ქვეყნის წარმომადგენელია მოვლინებული ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, საქართველოში. ასევე მადლობა მინდა გადავუხარო მარიუს ვიზერს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ნდობისთვის და იმ შანსის მოცემისთვის, რაც საქართველოში, გრანდ სლემის მასპინძლობას ნიშნავს. ეს იქნება დიდი ბიძგი, ჩვენს ქვეყანაში სამომავლოდ, ძიუდოს პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის. იმედს, ვიტოვებ, რომ პანდემიის მიუხედავად, ყველა სტუმარი, ყველა ოფიციალური პირი მშვენიერი ტურნირის მონაწილე იქნება", - ამბობს, გიორგი ათაბეგაშვილი.
„თბილისის გრანდ სლემში" კი, საბოლოოდ, წილისყრაში 253 მამაკაცმა და 212 ქალმა გაარკვია, ვინ რა ეტაპიდან და ვისთან პაექრობით იწყებს სვლას მედლებისკენ. კიდევ ერთი დეტალი, რაც პანდემიიდან გამომდინარე მოუწევთ დელეგაციებს დაცვა, არის ის, რომ კონკრეტულ საშეჯიბრო დღეს, აწონვამდე, 24 საათით ადრე ყველა მონაწილე PCR ტესტს გაიკეთებს. ასე, რომ არაა გამორიცხული, წილისყრით შედგენილი ბადე, კონკრეტულ წონით კატეგორიებში, უშუალოდ შეჯიბრის დაწყებამდე კიდევ შეიცვალოს.
პირდაპირი რეპორტაჟისა და შედეგების ხილვა ტრადიციულად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გვერდზე შესაძლებელი live.ijf.org/gs_geo2021 აი, ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟს კი, „სილკ უნივერსალი" შემოგთავაზებთ, ასე, რომ ქომაგებს, ვისაც სურვილი ჰქონდათ, ტურნირს დასწრებოდნენ და გუშინ გვიან ღამით, მაყურებლის დასწრებასთან დაკავშრებით გულდასაწყვეტი ამბავი გაიგეს, შეეძლებათ ქართველ სპორტსმენებს, ასე უქომაგონ.
წინასწარი შეხვედრები 26 მარტს - 9:30, 27 მარტს - 10:00, 28 მარტს -10:30 დაიწყება. ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 17:00 საათია მითითებული.
26 მარტი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
შესაბამისად ამ დღეს იასპარეზებენ:
52 კგ - მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მზია ბებოშვილი
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
60 კგ - შაქრო შათირიშვილი, ლაშა ჩადუნელი, თემურ ნოზაძე
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატი ნინიაშვილი, ბექა წიფიანი
27 მარტი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.
შესაბამისად, ამ დღეს იასპარეზებენ:
63 კგ - ინდირა სილაგაძე
70 კგ - მარიამ ჭანტურია
73 კგ - ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი, თორნიკე გვიჩიანი, ალეკო მამიაშვილი
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, გიგა გიგაური
28 მარტი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.
ტურნირის ბოლო დღეს იასპარეზებენ:
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი
90 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქურდიანი
100 კგ - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ონისე ბუღაძე, გელა ზაალიშვილი
საერთო ჯამში, „თბილისის გრანდ სლემზე" ჩვენი გუნდი 32 სპორტსმენის შემადგენლობით იასპარეზებს.
#JudoTbilisi





ჩვენ








