
მეორე დღეს სტოკჰოლმში, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფიგურულ ციგურაობაში. ტურნირში, საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ და „გლობალ არენაზე", პირველი 2 საასპარეზო დღის შემდეგ, არც თუ ურიგო შედეგებს აჩვენებენ.
24 მარტს, თავდაპირველად ყინულზე ქალები გამოვიდნენ. 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ალინა ურუშაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში გასვლა მოახერხა. ალინამ, მოკლე პროგრამაში, 39 სპორტსმენს შორის, 21-ე ნომრით იასპარეზა, 59.89 ქულა დააგროვა და 18-ადგილით, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
ამავე დღეს, ასპარეზობა 56.13 ქულა დააგროვეს მოკლე პროგრამაში ასპარეზობისას სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ანასტასია მეტეოლკინამ (16 წლის) და დაანილ პარკმანმა (21 წლის). საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი ამ დღეს, მე-14 პოზიციაზე გავიდა.
25 მარტს, ასპარეზობაში, მორის ყვითელაშილი ჩაერთო. 26 წლის ქართველი მოციგურავე, არც თუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ეს მის საბოლოო შეფასებაშიც აისახა, თუმცა, ყვითელაშვილმა 21 ადგილით, კვალიფიკაცია გაიარა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
დღესვე, საღამოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს სპორტულმა წყვილებმა. ქართველთა დუეტი, ყინულზე მეორე ჯგუფში გამოვიდა და რამდენიმე დასანანი შეცდომა, რომ არა, პირველ ორ ჯგუფში საუკეთესო შედეგიც შეეძლოთ ეჩვენებინათ, თუმცა, ამ ჯერზე ანასტასია მეტეოლკინასა და დაანილ პარკმანმის წყვილი, საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატის მე-16 ადგილს დასჯერდა.
ხვალ, 26 მარტს ასპარეზობაში, რიტმული ცეკვის წარმომადგენლები ჩაებმებიან. თუმცა, ამჯერად, ეს დისციპლინა ქართული წყვილის, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას გარეშე ჩაივლის. წყვილი, სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ტრავმის გამო ტოვებს.
ხვალვე, ქალთა შორის, ალინა ურუშაძე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს. თავისუფალი პროგრამით, „გლობალ არენაზე", 27 მარტს მორის ყვითელაშილი გამოვა.
მსოფლიო ჩემპიონატი 28 მარტს, საჩვენებელი გამოსვლებით დასრულდება. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედლებიც თამაშდება. თუმცა, სპორტსმენებს, მათ შორის, კაზაკოვა-რევიას წყვილს, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მოსახვედრად, კიდევ ერთი რჩება შანსი, მიმდინარე წლის სექტემბერში კიდევ ექნებათ.





ჩვენ








