
სუპელრიგის მორიგი ტურის 2 მატჩი გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. თბილისში „ოლიმპმა", დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით , 71-66 „რუსთავი" დაამარცხა.მატჩს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სატურნირო ცხრილში, სხვაობა ამ მატჩამდე, მხოლოდ ერთი ქულა იყო. გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპელები რუსთაველებს ქულებით უთანაბრდებოდნენ.
პირველი პერიოდი ფრედ, 18-18 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედი თბილისურმა გუნდმა 2 ქულით , 20-18 მოიგო, ლიდერი ვერც ამ ნაწილში გამოიკვეთა. მესამე მეოთხედმაც თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური სხვაობით წინ გაჭრას.
"ოლიმპი" რომ ანგარიშგასაწევი ძალაა, ყველამ ვიცით. უბრალოდ, ჩვენმა ბიჭებმა მიღებული დავალებები დაცვაში ვერ შეასრულეს. ამას ისიც დაერთო, რომ თავდასხმაშიც არ გამოგვივიდა თამაში და გამოჩნდა, რომ ეს კომპონენტები აუცილებლად დასახვეწი გვაქვს. ვულოცავ "ოლიმპს" ამ გამარჯვებას, ჩვენ კი მომავალ თამაშზე ვფიქრობთ და ვეცდებით, უფრო კვალიფიციულად მოვემზადოთ",- ამბობს, რამაზ გოგობერიშვილი, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი.
თანაბარი ორთაბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა, თუმცა დასკვნით წუთებში თბილისელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და ბოლო წუთზე 5 ქულით დაწინაურდნენ. რუსთაველებს ჰქონდათ მოგების შანსი, როცა ოლიმპელი მარკ ოგდენი არასპორტულად დაჯარიმდა. რევაზ ჩაჩანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და სტუმართა ჩამორჩნა 3 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტ შეტევაში რუსთაველებმა ბურთი დაკარგეს და მასთან ერთად თამაშის გადარჩნის შანსიც ხელიდან გაუშვეს.
"შედეგით, ცხადია, კმაყოფილივარ, მაგრამ თამაშის ხარისხით - არა. ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გველოდა - "რუსთავს" მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა და დღევანდელი მატჩისთვის ვერ ვიყავით სათანადოდ მომზადებულები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოგებით დასრულდა და იმ ხარვეზებს, რაც ამ მატჩში გამოჩნდა, ვეცდებით, სამომავლოდ გამოვასწოროთ" - ამბობს, დავით როგავა, "ოლიმპის" მწვრთნელი.
ამ გამარჯვების შემდეგ ლეონიდ ივატინის გაწვრთნილი "ოლიმპი" სატურნირო ცხრილში, ქულებით, „რუსთავს" გაუთანაბრდა. „ოლიმპში" 18 ქულით ყველაზე შედეგიანი, მიხეილ ჭოჭუა იყო. 14 ქულა მორის ჰილის ანგარიშზე დაგროვდა, გივი ბაქრაძემ კი 11 ქულასთან ერთად 8 პასიც მიითვალა. „რუსთავში" 20-20 ქულით ადამ ბლეიზეკი და ტაირელ ნელსონი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 13 მოხსნაა.
**
ამ დღეს მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. „ქუთაისი" „მარნეული-დელტას" შეხვდა და 38 ქულით სძლია. დარბაზში მისულმა მაყურებელმა ბრძოლა მხოლოდ შდასაწყისში იხილა. მართალია, საწყისი პერიოდი მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა თამაშის 10 წუთის შემდეგ ანგარიშში დიდი სხვაობა არ ყოფილა. იმერულმა კლუბმა "მარნეულს" პერიოდი 22-18 მოუგო, რის შემდეგაც სრულ უპირატეობას დაეუფლა. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი 29-16 ოიგეს, მესამეში კი მეტოქეს 23-6 სძლიეს და შეხვედრის ბედი გაარკვიეს.
ბოლო მეოთხედში „ქუთაისი" 34 ქულით იგებდა. საბოლოოდ მასპინძლებმა 97-59 იმარჯვეს, 6 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. თუმცა „დინამოს", რომელსაც ასევე 6 მოგება აქვს თამაშებით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ქუთაისელთა შორის, "დელტასთან" 11 ქულითა და 11 მოხსნით ბექა ბექაურმა გამოირჩა. 13 ქულა დაგროვდა დეჟუან რაითის ანგარიშზე, ხოლო ბექა წივწივაძემ და ჯონათან ლიმ 9-9 ქულა და 6-6 პასი დააგროვეს. მარნეულის გუნდში 15 ქულთ ბომბარდირი ნიკოლას ნილი გახდა, ხოლო ზვიად ანთაძემ პირად ანგარიშზე 13 ქულა დააგროვა.
სუპერლიგის შემდეგი მატჩი 8 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ "ქუთაისი" ჩავა.





ჩვენ








