
ერთი ოქრო და ორი ვერცხლი, ასეთია საქათველოს ძიუდოისტთა მონაგარი IJF-ის „თბილისის გრანდ სლემზე" რომელიც დღეს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. პრესტიჟულ შეჯიბრში, რომელიც საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება, პირველ დღეს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა, საიდანაც 3 ფინალში ქართველი ძიუდოისტები იყვნენ. მათ შორის, ოქროს მედალთან ერთი ნაბიჯი დააკლდა ქალთა შორის -57 კგ-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანს. რომელმაც ფინალში გადასასვლელად, საკმაოდ მრისხანე მოწინააღმდეგის დამარცხება შესძლო.
ასაკობრივ ნაკრებებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების შემდეგ, ლიპარტელიანმა, „ თბილისის გრანდ სლემზე" ბრძოლა მეორე წრიდან დაიწყო და ჯერ ბრიტანელი და აფრიკელი სპორტსმენები გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო შემდგე, ევროპული თამაშების ჩემპიონი, რუსი დარია მეჟეცკაია და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კანადელი კრისტა დეგუჩი,ც მიაყოლა. თუმცა, ფინალში ქართველი, ევროპის ჩემპიონ და არაერთგზის პრიზიორთან, კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან დამარცხდა. აქაც, ლიპარტელიანს, უფრო გამოცდილება დააკლდა, რაც იმედს ვიტოვებთ, რომ წლებთან ერთდ მოვა.
ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა -66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილს. ლიპარტელიანის მსგავსად, ევროპის ჩემპიონი, ევროპული თამაშების ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი ტურნირში, ასევე მეორე წრიდან ჩაება და პირველ ორი ბრძოლა ყატარელი და ისრაელელი ძიუდოისტებთან მოიგო. ამის შემდეგ, ¼ ფინალში თანაგუნდელი ბაგრატ ნინიაშვილი გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ კი, ½ ფინალში მოლდაველი დენის ვიერუ ჩამოიცილა ფინალამდე მისასვლელი გზიდან. თუმცა, ფინალში უზბეკ სარდოკ ნურილაევთან, მოულოდნელად, 20 წამში იპონით დამარცხდა.
პირველი ოქრო კი, თბილისურ ტურნირზე, -60 კგ-ში მოასპარეზე, თემურ ნოზაძის ანგარიშზეა. 23-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი თემურ ნოზაძე ტურნირში მეორე წრიდან ჩაება და ერთი მეორეს მიყოლებით დაამარცხა ყაზახი, ესპანელი და მონღოლი მეტოქეები, მოუგო, ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასაც. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, უზბეკ კემრან ნურილაევსაც მოუგო და სამშობლოში გამართული სადებიუტო გრან სლემის პირველი გამარჯვებული გახდა.
კიდევ ერთი, ვერცხლის მედლის მოპოვების შნასი ჰქონდა, -52კგ-ში მოასპარეზე ტეტიანა ლევიცკა-შუკვანს, თუმცა, ძიუდოისტმა ქალმა უნგრელ რეკა პუპთან წააგო. საერთო ჯამში ასპარეზობის პირველ დღეს, ტატამზე 10 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ სადებიუტო „თბილისის გრანდ სლემზე" საქართველო 32 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი. აქედან, ვაჟთა ნაკრები, როგორც მასპინძელი გუნდი, 26 ძიუდოისტით, ქალთა კი, 7 ძიუდოისტით ასპარეზობს.
„თბილისის გრანდ სლემზე" ჩვენი ძიუდოისტები, ხვალ 4 წონით კატეგორიაში ეცდებიან მედლების მოპოვებას.
27 მარტი:
63 კგ - ინდირა სილაგაძე
70 კგ - მარიამ ჭანტურია
73 კგ - ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი, თორნიკე გვიჩიანი, ალეკო მამიაშვილი
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, გიგა გიგაური
წინასწარი შეხვედრები დილის 10:00 დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00-დან.
#JudoTbilisi





ჩვენ








