
სტოკჰოლმში, ფიგურული ციგურაობით მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა თანრიგში, საბოლოოდ მე-20 ადგილი დაიკავა ალინა ურუშაძემ. 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ჯამში 169,01 ქულა დააგროვა. ალინა, პირველი გახდა ქართველი სპორტსმენებიდან, რომელმაც პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა თანრიგის გამარჯვებულს, ოქროს მედალიც და მთლიანად საპრიზო სამეულიც რუსეთის წარმომადგენელებს შორის გადანაწილდა. თუმცა, სტოკჰოლმის „გლობალ არენაზე" ამ დღეს, რუსეთის ჰიმნი არ აჟღერებულა. სპორტსმენების საპატივცემულოდაც ამ დღეს, არც რუსეთის დროშა აღმართულა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის წარმომადგენელები, მათი ქვეყნის დოპინგ სკანდალში გახვევის შემდგე, რამდენიმე წელი საერთაშორისო შეჯიბრებზე საკუთარი ქვეყნის დროში და ჰიმნის „ფუფუნებას" მოკლებულები იქნებიან.
გამარჯვებით კი, 16 წლის რუსმა ტალანტმა ანა შერბაკოვამ მოიპოვა (233.17 ქულა), რომელიც 17 წლის 28 მარტს გახდება. მეორე ადგილზე, ელიზავეტა ტუკტამიშევა გავიდა (220.46), მესამეზე კი, ალექსანდრა ტრუსოვა (217. 20).
ხვალ, 27 მარტს, სტოკჰოლმის „გლობალ არენაზე" ქართველთაგან მამაკაცთა თანრიგში, მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 21-ე ადგილზეა.





ჩვენ








