
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, რანგით 95-ე, შვედ მიკაელ იმერთან სამ სეტში 3-6, 6-4, 4-6 წააგო. როგორც ჩანს, ბასილაშვილი დოჰაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, კვლავ პრობლემების წინაშეა, ვინაიდან, ქართველმა მისთვის არადამახასიათებლად, საკუთარი მოწოდება, 7-ჯერ წააგო. თამაშში, რომელიც 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზმა 53 უნებლიე შეცდომა დაუშვა
არასტაბილური პირველის სეტის შემდეგ, მეორეში ნიკა, თამაში თითქოს დაალაგა, თუმცა, გადამწყვეტ მესამე სეტში, პირველის სცენარი განვითარდა და საბოლოოდ, ნიკამ მატჩი წააგო.
ATP MASTERS 1000-Miami Open -ი მასტერსის სერიისაა და დიდი მუზარადის შემდეგ, ყველაზე მაღალი რანგის ტურნირთაგან ერთ-ერთია და მისი საპრიზო ფონდი 4 299 205 დოლარია ამჯერად ბასილაშვილის გარეშე გაგრძელდება.





ჩვენ








