დღეს, ტრადიციულად მატჩამდე „დინამო არენაზე“...
დღეს, ტრადიციულად მატჩამდე „დინამო არენაზე“...
27.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები მატჩისწინა ვარჯიშებს და ტრაცდიციულ პრეს-კონფერენციებს დაიწყებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესაბამისად „მატჩისდღე 1"-ის განრიგი გამოაქვეყნა.


17:30 საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრეს-კონფერენცია

18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში

19:45 ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრეს-კონფერენცია

20:30 ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიში


აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენელები, შესაბამისად, „დინამო არენაზე" ვიმუშავებთ ჩვენც, TSFF.ge-ს წარმომადგენლები და შეძლებისდაგვარად, მოგაწვდით ინფორმაციებს.


აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოში, გუშინ, 26 მარტს, გვიან ღამით ჩამოფრინდა, თუმცა, ამ გუნდის ჩამოსვლას, აეროპორტიდან სასტუმრომდე, ისეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, როგორც ეს წლების წინ იყო.