
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე „თბილისის გრანდ სლემის" გათამაშებაში დღეს, 27 მარტს, მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა, ქალებში: -63კგ, -70კგ და კაცებში: -73კგ, -81კგ წონით კატეგორიებში. ქართული გუნდიდან, ამ დღეს ტატამზე, 10 სპორტსმენი გავიდა:
63 კგ - ინდირა სილაგაძე
70 კგ - მარიამ ჭანტურია
73 კგ - ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი, თორნიკე გვიჩიანი, ალეკო მამიაშვილი
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, გიგა გიგაური
ფინალურ ბლოკში გასვლა კი, მხოლოდ 3 სპორტსმენი მოახერხა და სამივეს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა.
¼ ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა, დამატებით დროში წააგო, -73კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა, რუს დენის იარცევთან (ეს ის იარცევია, რომელსაც შავდათუაშვილმა 2016 წელს ოლიმპიადაზე მოიგო). თუმცა, რეპეშაჟადან ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა. აქ, ლაშამ, მუროდიონ იულდოშევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის კოსოვოს წარმომადგენელს, აკილ გიაკოვსი შეხვდა. ქართველმა ბრინჯაო,
რეპეშაჟადან გააგრძელა ასპარეზობა, ამავე წონით კატეგორიაში ალეკო მამიაშვილმა, რომელმაც დამატებით დროში შეძლო პირველი ბრძოლის მოგება, ევროპის 2018 წლის ჩემპიონთან სომხეთის წარმომადგენელთან, ფერდინანდ კარაპეტიანთან. ბრინჯაოს მედლისთვის კი, ქართველი, შავდათუაშვილის დამმარცხებელ, რუს დენის იარცევს დაუპირისპირდა. მეორე ქართველს კი იარცევი ვერ მოერია და ბრინჯაოს მედალი ქართველს დარჩა.
რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, რომელსაც სპეციალისტები „თბილისის გრადნ სლემზე" ოქროს მედალს უწინასწარმეტყველებდნენ და უდავოთ, კონკრეტულ წონით კატეგორიაში, 81-კგმდე ის, თბილისური ტურნირის უდაო ლიდერი იყო, მოულოდნელად ½ ფინალში, ბელგიელ სამი ჩაუჩისთან დამარცხდა და საბოლოოდ, მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ტატო გროგრალაშილი, მესამე ადგილისთვის რუსეთის წარმოადგენელს, ალან ხუბეტცოვს შეხვდა და დაამარცხა.
***
ტურნირის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები 4 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ:
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი
90 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქურდიანი
100 კგ - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ონისე ბუღაძე, გელა ზაალიშვილი
ტურნირის ბოლი დღეს, 28 მარტს -10:30 დაიწყება. ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 17:00 საათია მითითებული.
#judoTbilisi





ჩვენ








