ესპანეთის წინააღმდეგ თამაში, განსაკუთრებული მოტივაციაა
ესპანეთის წინააღმდეგ თამაში, განსაკუთრებული მოტივაციაა
27.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ, შვედებთან მარცხის შემდგე, იქაურ მედიას განუცხადა, რომ მარცხის მიზეზებს, ახლა არა, მოგვიანებით მიუბრუნდება. ახლა კი, ის უკვე დამთავრებული თამაშია და ახლა, ესპანეთზე ვარ მთლიანად კონცენტრირებულიო. ესპანეთის ნაკრებთან მატჩამდე, „დინამო არენაზე" პრეს-კონფერენციაზე, ის, მიანც შეეხო იმ მატჩის პერიპეტიებს და რამდენიმე მომენტზე გაამახვილა ყურადღება.


„ჯაბა კანკავას ცვლილება ტაქტიკური ნაბიჯი იყო, ჩვენ გვსურდა, რომ ბურთზე უფრო მეტი კონტროლი დაგვეწესებინა. გიორგი აბურჯანიამაც, ამიტომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხებათ გურამ გიორბელიძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს, მათ ეროვნულ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარეს. როგორც ყველამ იხილა ფეხბურთელებმა კარგი თამაში აჩვენეს და მე მათით ვამაყობ. ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩის გამართვა ადვილი არ არის და ვფიქრობ, რომ გიორბელიძეს და ჩაბრაძეს თავის გამოჩენის საშუალება მომავალშიც ექნებათ", - ამბობს ვილი სანიოლი.




დებიუტანტებზე ილაპარაკა  გიორგი ლორიამაც, რომელიც დღეს, ვილი სანიოლისთან ერთად მედიასთან შესახვედრად ამოვიდა.


„ფსიქოლოგიურად ყველა თამაშისთვის მზად ვარ. მეტოქეს, მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ესპანეთის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოტივაციაა. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ხვალინდელ თამაშში ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, დანარჩენი კი, მოედანზე გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ მატჩი ისე წარიმართება, როგორც ამას ჩვენი მთავარი მწვრთნელი დაგეგმავს და ყველანი ერთად დადებით შედეგს მივაღწევთ"




ვლადიმირ ვაისთან 5 წელი ვიმუშავეთ და როდესაც ამდენი ხანი ადამიანთან მუშაობა, მისი გამოცდილებიდან სწავლობ, რაც გაგვიზიარა. უბრალოდ, ყველა ადამიანს თავისი ხედვა და აზრი აქვს. ყოველთვის ამბობდნენ, რომ საქართველოს ნაკრების პრობლემა არაერთიანობა იყო და მან ეს, შეცვალა, ერთ მუშტად ვიყავით და ეს ,გახდა ფინალში გასვლის საწინდარი, რომელიც სამწუხაროდ წავაგეთ. რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ ყველანაირად ვეხმარებით გამოცდილი მოთამაშეები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდთან ადაპტაცია მალე მოახერხონ", - ამბობს გიორგი ლორია.


საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა, „დინამო არენაზე" ხვალ, 28 მარტს,  20:00 საათზე დაიწყება.