
ევროპის საკლუბო ტურნირებზე დაბრუნდებული თბილისის „დინამო" დღეს, 19:00 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფიბას ევროპის თასის ბოლო შეხვედრას გამართავს. დინამოელთა ბოლო მეტოქე, ჯგუფურ ასპარეზობაში თრქული „ისთანბულ BBSK" არის.
სტუმარი გუნდი, საქართველოში 5 დეკემბერს ჩამოვიდა და გუშინ და დღეს დილით, თბილისში, 2 ვარჯიშის ჩატარებაც მოახერხა. სტამბულელები, ამ ეტაპზე გათამაშებაში მეორე საფეხურზე არიან და რომელი ადგილით დაამთავრებენ ჯგუფურ ასპარეზობას, მხოლოდ დღევანდელ თბილისურ მატჩზე არ არის დამოკიდებული. დღესვე, „დინამოსა" და „ისთანბულ BBSK"-ს მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინეთში, ჯგუფის ლიდერის „კლუჟ-ნაპოკასა" და ბულგარული „ლუკოილ აკადემიკის" მატჩი იმართება. შეგახსენებთ, რომ რუმინული კლუბი, ამ ჯგუფის უდაო ფავორიტია, თუმცა, თურქებს მიაჩნიათ, რომ დღეს, შესაძლოა თამაშები ისე ვერ დასრულდეს, როგორც მათ სურთ, ამიტომ შეგუებულები არიან ჯგუფურ მეორე ადგილს და 20 დეკემბერს, ფრანგულ ESSM Le Portel-ს შეხვდერისთვის ემზადებიან, რომელიც აღნიშნულ ტურნრზე, A ჯგუფიდან პირველ ადგილზე გადის.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს, თურქული გუნდი არ იბრძოლებს. დღევანდელ მატჩში, თურქებს ძირითდი შემადგენლობის ერთი კალათბურთელი აკლით მხოლოდ. ბოლო თამაშის მოგებას შეეცდება წლევანდელ სეზონში, თბილისის „დინამოც". ფაქტია, რომ საკლუბო ევროტურნირებზე დაბრუნებულმა ქართულმა კლუბმა მიმდინარე გათამაშებაში, არც თუ ცუდი „აკლიმატიზაცია" გაიარა და მომავალი ტურნირებისთვის გამოცდილება დააგროვა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ირაკლი ხოშტარიას გუნდი 11 მოთამაშით ჩაატარებს. მიკროტრავმების მიუხედავად, მატჩის განაცხადში არიან ლევან ფაცაცია და ნიკოლა გაჩეშა, რომლებიც დღეს დინამოსთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.










ჩვენ








