მეორე ლიცენზია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
მეორე ლიცენზია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
27.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ალინა ურუშაძის შემდეგ, მორის ყვითელაშვილი არის ის სპორტსმენი, რომელმაც, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში, არც თუ ისე წარმატებული გამოსვლის შემდეგ (შეგახსენებთ, მორისმა 21 ადგილი დააკავა და ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გაიარა),  დღეს, თავისუფალ პროგრამაში, 12 ადგილი დაიკავა და ორი დისციპლინის ჯამში, 231.81 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.


მორისმა, რომელმაც შარშან, ვაჟთა ასპარეზობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალი მოუპოვა, ამჯერად პროგრამა მინიმუმი შეასრულა, თუმცა, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის ეს, საკმარისი აღმოჩნდა.


სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად ქალთა და კაცთა ერთეულთა თანრიგებში, საუკეთესო 24 სპორტსმენს შორის მოხვედრა იყო საჭირო, წყვილებში საუკეთესო 16-ში, სპორტულ ცეკვებში კი, 19 საუკეთესოს შორის მოხვედრა.  მიუხედავად ამისა, ქართული წყვილი (ანასტასია მეტიოლკინა და დანიილ პარკმანი), რომელმაც სტოკჰოლმში მე-16 ადგილი დაიკავა (156.73 ქულა) და იტალიურ წყვილს (154.04 ქულა) გადაუსწრო, ფიგურებით ციგურაობის საერთაშორისო გაერთიანების გადაწყვეტილებით, მე-16 ადგილის უპირატესობა და შესაბამისად, ოლიმპიური ლიცენზია სწორედ, იტალიურ წყვილს, რებეკა ჯილარდისა და ფილოპო ამბროზინის მიაკუთვნა.


ახლა მეტიოლკინა-პარკმანის წყვილს, ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად, შემოდგომაზე, გერმანიაში გასამართ ტურნირში მოუწევთ გარჯა. თუმცა, ისევე, როგორც მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატო ტრავმის გამო გამოტოვეს.