
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული კვალიფიკაციის სტარტზე, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს 27 მარტს თურქეთისა და რუსეთის ეროვნულმა ნაკრებებმა. 2 სათამაშო დღის შემდეგ, ჩვენი მეზობლები, ჯგუფებს სათავეში უდგანან.
G ჯგუფი
ოზან თუფანის დუბლის და ჩაილარ სოიუნჯუს გოლების წყალობით, გიუნეშის თურქეთის ნაკრებმა ნორვეგია, სახლში მშრალ ანგარიშზე 0-3 დაამარცხა და ახლა ჯგუფს, 2 მოგებით და ამ ეტაპისთვის, ქულების მაქსიმუმით ლიდერობს. ამავე ჯგუფში, ნიდერლანდებმა, რომლებმაც, რამდენიმე დღით ადრე სასტარტო მატჩი, სტამბულში წააგეს თურქეთის ნაკრებთან, ამჯერად სახლში ლატვიის ნაკრების დამარცხება შეძლეს 2-0 და გიბრალტართან გასამართი მატჩის წინ, რომელიც 30 მარტს შედგება, ცოტა ხასიათი გამოისწორეს. ლატვია კი, 30 მარტს, სტამბოლში, ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
A ჯგუფი
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა შეხვედრა, სერბეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის, რომელიც ბელგრადში, რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე გაიმართა. სტუმრები, პირველი ტაიმის შემდეგ, დიოგო ჟოტას დუბლის წყალობით მშვიდად იგებდნენ მატჩს. თუმცა, მეორე ტაიმის დაწყებიდან წამებში, სერბებმა, ანგარიშის შემცირება, კიდევ რამდენიმე წუთში კი გათანაბრება შეძლეს, 2-2. პირველი გოლი სერბთაგან ალეკსანდრ მიტროვჩმა შეაგდო თავურით, მეორე - ფილიპ კოსტიჩმა. მართალია, მატჩის მიწურულს, რონალდუმ მოახერხა გოლის გატანა და ყველა გამეორებაზე ნათლად ჩანს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მსაჯებმა გოლი არ ჩათვალეს და ახლა ჯგუფს, ეს ორი გუნდი, თანაბარი ქულებით ლიდერობენ.
H ჯგუფი
სამი შეხვედრა გაიმართა H ჯგუფში. ხორვატიის ნაკრებმა მინუმალური ანგარიშით 1-0 კვიპროსის დამარცხება მოახერხა. ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში, მარიო პაშალიჩმა გაიტანა. ამ გამარჯვებით, ხორვატებმა მოახერხეს და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. რაც შეეხება ხორვატული გუნდის ლიდერს, ლუკა მოდრიჩს, მან, კვიპროსისი წინააღმდეგ, ხორვატიის მაისურით 135-ე მატჩი ჩაატარა. ანგარიშით 2-1 მოუგო სოჭში, რუსეთმა სლოვენიის ნაკრებს. ტრავაში კი, სლოვაკეთისა და მალტას შეხვედრა, ფრედ, 2-2 დარსულდა. როგორც უკვე გითხარით, 2 ტურის შემდეგ, ჯგუფს ქულების მაქსიმუმით, რუსეთი ლიდერობს.
E ჯგუფი
27 მარტს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. პრაღაში, ედენ არენაზე ერთმანეთს ჩეხეთის რესპუბლიკისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამ მატჩში, გოლები მეორე ტაიმში გავიდა და ფრედ 1-1 დასრულდა.





ჩვენ








