
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე გრანდ სლემის ბოლო დღეს საქართველოს წარმომადგენლებმა 4 წონით კატეგორიაში იასპარეზეს. სამ დღიანი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი აიღო და საბოლოოდ თბილისის პირველ გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვა.
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი სტარტზევე გამოეთიშა ასპარეზობას. ის ჩინელ იან ვანგთან დამარცხდა, რომელმაც „თბილისური გრანდ სლემის" ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და დამაცხდა.
-90 კგ წონით კატეგორიაში, დაანონსებული 4 ქართველო ძიუდოისტის (ავთანდილ ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქურდიანი) ნაცვლად, შეჯიბრის დღეს, ბადეში მხოლოდ ორი მათგანის გიორგი პაპუნაშვილისა და გიორგი ქურდიანის სახელი გამოჩნდა. ქურდიანმა, ერთი ბრძოლა პერუელ სპორტსმენთან მოიგო და მეორეში უნგრელთან დამარცხდა. რაც შეეხება გიორგი პაპუნაშვილს, მან პირველივე ბრძოლა, ისრაელის წარმომადგენელთან დასთმო და ასპარეზობას გამოეთიშა.
ჩვენი გვერდი დაინტერესდა, თუ რატომ არ გამოვიდნენ ამ წონით კატეგორიაში კიდევ 2 ქართველი ძიუდოისტი. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ „თბილისის გრანდ სლემზე" ვრცელდება პანდემიიდან გამომდინარე რეგულაცია, რომლის შესაბამისადაც, ყველა სპორტსმენს შეჯიბრის დღემდე, 24 საათით ადრე, კორონა ვირუსზე ტესტი უტარდებათ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში, გვითხრეს, რომ ჩვენს სპორტსმენებს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა და იმედა გოგოლაძეს, ბოლო ვარჯიშის დროს უმნიშვნელო ტრავმებმა შეაწუხა და შესაბამისად, მათი ტურნირიდან „ჩახსნა" გადაწყდა.
-100 კგ წონით კატეგორიაში „თბილისის გრანდ სლემზე" საქართველო ილია სულამანიძემ, ონისე სანებლიძემ, გიორგი ბერიაშვილმა და გიორგი ჩიქოვანმა წარმოადგინეს.
გიორგი ბერიშვილი, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველი ბრძოლა ბრიტანელ ჰარი ლოველ-ჰევიტთან კი მოიგო, თუმცა მომდევნოში, ესტონელ გრიგორი მინასკინთან დამარცხდა. პირველივე წრიდან გამოეთიშა გრანდ სლემს, გიორგი ჩიქოვანი,
ილია სულამანიძემ და ონისე სანებლიძემ კი, ¼ ფინალიდან მეტოქეები ცვალეს. ¼ ფინალში გადასასვლელად, ილიამ, მსოფლიო ჩემპიონს, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას მოუგო და საკმაოდ მძიმე ¼ ფინალი მოუწია, რუსეთის წარმომადგენელ ნიაზ ბილალოვთან. ½ ფინალში გასვლა მან ე.წ. GS-ში, 30-ე წამზე მოახერხა. ½ ფინალში კი, ბელგიის სახელით მოასპარეზე თომა ნიკიფოროვი იპონით დაამარცხა, ფინალში კანადის წარმომადგენელს, შადი ელღანაჰს დაუპირისპირდა სამწუხაროდ დამარცხდა. სულანამიძე, ვერცხლს დასჯერდა.
¼ ფინალი საკმაოდ გაიწელა და ჩვენი პირადი მოსაზრებით, მსაჯების მხრიდან, მცირედი მიკერძოებით წარიმართა. ჯერ იყო და ონისე სანებლიძეს, ბელგიელი ნიკოფოროვის წინააღმდეგ, ძირითად დროში იპონი გაუუქმეს, დამატებით დროში კი, რომელიც ონისეს უპირატესობის წარიმართა, ქართველს, რამდენიმე ქულა არ ჩაუთვალეს და საბოლოოდ, გამარჯვებაც იმ ნიკიფოროვს „ჩაახუტეს", რომელიც, შემდეგ, ½ ფინალში სულამანიძესთან დამარცხდა. შესაბამისად, სანებლიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟადან გააგრძელა, თუმცა, აქ, სულამანიძის მიერ დამარცხებულ ბილალოვთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
+100 კგ წონით კატეგორიაში, ასპარეზობა სამმა ქართველმა საბა ინანეიშვილმა, ონისე ბუღაძემ და გელა ზაალიშვილმა დაიწყეს. თუმცა, ბუღაძე, „თბილისის გრანდ სლემს" საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა. მედლებამდე, 3-3 ბრძოლის გამართვა მოუხდათ, საბა ინანიშვილს და გელა ზაალიშვილს.
ისევე როგორც -100 კგ-ში აქაც ¼ ფინალიდან ქართველებს მეტოქეების „გაცვლა" მოუხდათ. საბოლოოდ, საბა ინანეიშვილმა, რომელმაც ½ ფინალში გადასასვლელი ბრძოლა ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან წააგო, რეპეშაჟიდან, ბრინჯაოს მედლისთვის თურქეთის წარმომადგენელ ჯემალ ერდოგანს შეხვდა და დაამარცხა. ინანეიშვილმა საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა.
½ ფინალში კი, თურქი, გელა ზაალიშვილმა დაამარცხა, ფინალში ბრაზილიელ სილვას დაუპირისპირდა და დაამარცხა. ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლმემზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
მომდევნო გრანდ სლემს, რომელიც IJF-ის მსოფლიო ტურის ფარგლებში არის დაგეგმილი, ანტალიის გრანდ სლემია, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში უნდა გაიმართოს.





ჩვენ








