
ლუის ენრიკე მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე საკმაოდ უხასიათოდ და დაძაბული ამოვიდა. ეს არც არავის გაკვირვებია, ვინაიდან დღეს, ესპანეთის ნაკრებს, რომელიც საქართველოში საკუთარი საპრესკონფერენციო ბანერით და ლედ-სარეკლამო მონიტორებით ჩამოვიდა და ორი დღე, პრესკონფერენციებს შუა, „გურული ქალის სტენკასავით დაადრიგინებდა", არც მეტი, არც ნაკლები გაუმართლა... სხვათა შორის, ესპანეთის ნაკრებს, სარეკლამოდ, საქართველოში, წყალიც კი საკუთარი ჰქონდათ ჩამოტანილი, „კაბრეიროა" თუმცა, დალევით, ჩვენსას სვავდნენ. ქართველ თარგმანში კი, „გრძელ სიტყვას" გვიწუნებდნენ და თარჯიმანს სულ ახსენებდნენ, რომ მოკლედ ეთარგმნა.

ესპანეთის ნაკრების მედია-ოფიცერმა, განსაკუთრებით ქართული მედია გააფრთხილა, რომ ჩვენგან, მხოლოდ 3 შეკითხვას უპასუხებდა. ამის შემდგომ, პრეს-კონფერენცია ესპანურ ენაზე გაგრძელდა და ისევე, როგორც პირველ დღეს, ესპანელთა მთავარი მწვრთნელი საკუთარ გუნდში არსებული პრობლემების დაფარვას, მატჩის მასპინძელი ქვეყნის საორგანიზაოცო საქმიანობის დამცირებით შეეცადა. მაგალითად, ლუის ენრიკემ დაიწუნა „დინამო არენის" მინდვრის საფარი და რამდენჯერმე გაიმაორა, რომ თამაშზე სულ ექვსი ბურთი იყო და აქედან, რამდენიმე იყო დაშვებულიო... ალბათ, დღეს, მის გუნდს, რომ წაეგო, მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე, ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნას დააბრალებდნენ...
თუმცა, ეს, ესპანური მედიის ყურადრების გადასატანი ხერხი უფრო იყო, რადგან, ჩვენი კოლეგები, რომლებიც თბილისში სოლიდურად იყვნენ ჩამოსულები თამაშზე, ლუის ენრიკეს დანდობას არ აპირებდნენ.
დავიწყოთ იმით, რომ მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, უნაი სიმონის სიტყვები, რომ ესპანეთი საქართველოზე ბევრად ძლიერია (და იდეაში, ასეც არის) მსოფლიოს ტოპ-გუნდების სახელს ამოფარებული გაფხორილი ბიჭის ბაქუბუქი უფრო იყო. დღეს, მატჩის შემდეგმ ლუის ენრიკე იტყვის უკვე, რომ საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ასეთ წინააღმდეგობას ნაღდად არ ელოდა.
მატჩამდე ლუის ენრიკე კითხეს რამოსთან დაკავშირებით და მაშინ, ესპანელთა მწვრთნელმა უპასუხა, რომ რამოსი დიდი ალბათობით თამაშს არ დაიწყებდა. საბოლოოდ, კი, ვისთვისაც ქართველი ესპანეთის ნაკრების ფანები მოვიდნენ, მინდორზე საერთოდ არ გამოსულა. თუ რატომ, ენრიკეს პასუხი იყო, რომ „რამოსი ტაქტიკა" იყო.

ბუსკეტსის ამ ბოლო დროს ბევრი ხომ არ ეშლებაო? ლუისმა კი უპასუხა, რომ ამ ბოლო დროს ბუსკეტსიზე ჯოხს, ნამეტანი და არასწორად ხომ არ ტეხავთო? დღევანდელ შეხვედრაში, ყველას ჰქონდა შეცდომაო.
ჟურნალისტმა კითხვა, ეს სტადიონი, „დინამო არენა", მგონი ემოციურად თქვენზე ძალიან ძლიერად მოქმედებსო - წინაზეც (უეფა-ს სუპერ თაისის მატჩი, 2015 წელი) ბევრი იწვალე და ახლაცო... ლუის ენრიკემ არც კი სცადა ამ გარემების უაყოფა და მოკლედ მოუჭრა, კიო, ეგრე გმაოვიდაო, ამჯერად ძალიან ვინერვიულეო.
„მოკლედ, ძალიან მძიმე პირველი ნახევარი გვქონდა და უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალე ფორმაში არ ვართ, გუნდში არის აშკარად პრობლემები და აქედან გამომდინარე, კოსოვოს მატჩიც ძნელი იქნება", - ამბობს ენრიკე.
უკვე თამაშის შემდეგ, დანი ოლმო, რომელიც ენრიკეს მერე ამოვიდა პრესკონფერენციაზე და მხოლოდ ესპანურად, ესპანელი მედიისთვის ისაუბრა იტყვის, რომ მის ნაკრებს, საკმაოდ მძიმე თამაში გამოუვიდა, „ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა, ასეთს არ ველოდითო".
თუმცა, ესპანელებისგან ამ დამოკიდებულებამ, საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელის გუნდს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს. შესარჩევი ეტაპი ჯერ ახლა იწყება და ესპანეთსაც და საქართველოსაც თავისი „სიტყვა" აქვს დასამტკიცებელი.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეორე შეხვერდა, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებეს შორის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.





ჩვენ








