თამაში, რომელიც ფრედ უნდა დასრულებულიყო
თამაში, რომელიც ფრედ უნდა დასრულებულიყო
28.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თამაში, რომელიც ფრედ უნდა დასრულებულიყო, მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ქართული მედიის, რამდენიმე წარმომადგენელი, მხოლოდ თამაშის მიწურულს „ოდნავ ამოწეულ" მეკარის, გიორგი ლორიას შეცდომას დააბრალებს ამას. თუმცა, ამავე ტაიმში საქართველოს კარში, გასულ პირველ გოლს, რომლის დროსაც დაცვაში გაუმართავ თამაშს და შესაძლოა, მსაჯის უნებურ შეცდომასაც (რუმინელი გვერდითა მსაჯი, აშკარად აგვიანებს სწორი პოზიციის შერჩევას და დიდი ალბათობით, ვერ ამჩნევს შესაძლო თამაშგარეს. თუმცა, სადაც სერბეთთან გადასულ გოლს არ თვლიან, რაზეა ლაპარაკი) არავინ იხსენებს, ცოტა, პირადად ჩემთვის გაუგებარია. ბუნებრივია, მოვა დრო, როცა გიორგი ლორიას, ახალგაზრდა მეკარეები ჩაანაცვლებენ, თუმცა, მათ შორის ეროვნულ ლიგაში მოთამაშეები, თუმცა, ამისთვის მათ ჯერ, თუნდაც ეროვნულ ლიგაზე აბსურდული შეცდომების კასკადი უნდა დაასრულონ.



"ვერაფერს გეტყვით მეორე გოლთან დაკავშირებით. ლორიას „შეცდომაზე", მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებ, როცა თამაშს ვნახავთ და გავაანალიზებთ.  


ჩემს ფეხბურთელებზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი, გავიმეორებ რაც შვედეთთან მატჩის შემდეგ ვთქვი. ვეცადეთ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოგვეჩინა და კარგი ფეხბურთი გვეთამაშა, მეორე ნახევარში ეს ცოტა გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვამაყობ იმით რაც დღეს ჩემმა გუნდმა აჩვენა. როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გაქვს შეხვედრის ბოლოს დაღლილობა გეტყობა. ვთვლი, რომ დღევანდელ თამაშში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ბოლო 10-15 წუთში დაღლილობის გამო შეგვექმნა", - ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე.




თამაშის გაანალიზების შემდეგ და უკვე ორი თამაშის გადასახედიდან, საბერძნეთთან მატჩში, დიდი ალბათობით, ვილი სანიოლი შეეცდება კიდევ უფრო დაალაგოს თამაში, იმ რესურსით რაც მის ხელშია. შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიერ დამატებულ დროში, საქართველოს ნაკრების კარში გასულ გოლს, შეცვლაზე შემოსული ლევან შენგელიას გაძევებაც მოჰყვა და შესაბამისად, სანიოლის „მარტის რაზმს" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.


„თამაშებს შორის ძალიან მჭიდრო გრაფიკია, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ, მხოლოდ 22 მარტს შევიკრიბეთ და  ძალიან ცოტა დრო ძალიან გვქონდა. შვედეთში ჩავედით, შემდეგ უკან დავბრუნდით და ესპანეთს ვეთამაშეთ. ჩვენ ჩავატარეთ ორი მძიმე თამაში, მაგრამ საბერძნეთში ენთუზიაზმის გარეშე არ მივდივართ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელებს, ეს ენთუზიაზმი მესამე მატჩშიც ექნებათ. ჩვენ იქ, ქულების ასაღებად მივდივართ. ვიმედოვნებ, რომ ძალებს მალე აღვიდგენთ. ახლა, მთავარი ესაა. შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ჩვენ საბერძნეთში ქულებისთვის მივდივართ და არა თავის დასაცავად", - ამბობს ვილი სანიოლი.




სხვათა შორის, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთი ითამაშა. თუმცა, თამაშში, ხან გიმართლებს ხან არა. მიუხედავად ამისა, ძველიდან „გადმონაშთი" ბოლო წუთებზე უყურადღებობა და განსხვავებული 2 ტაიმი, სადაც განსაკუთრებით, მეორეში და განსაკუთრებით, მას შემდეგ გაგვიჭირდა, რაც კვარაცხელია გავიდა მოედნიდან.


„ვიცოდით და ვთქვი კიდევაც, რომ ძალიან რთული თამაში გველოდა და ასეც მოხდა. საქართველოს ძალიან კარგი, დაცვითი გუნდი ჰყავს. ძალიან სახიფათო იყო მათი შეტევები მარცხენა ფლანგიდან. ყველანაირად ვეცადეთ, რომ თამაში შემოგვებრუნებინა და მოვიგეთ კიდეც.


რა თქმა უნდა, თქვენი ნაკრები მატჩიდან მატჩამდე იზრდება. შვედეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კიდევ უფრო ძლიერი იყო. შეგეძლოთ კიდევ უფრო მეტი გოლი გაგეტანათ. რა თქმა უნდა, საქართველოს უპირატესობა სახლში თამაშმა და გულშემატკივარმაც მისცა.




კვარაცხელია, გვარი არ მახსოვდა, იმიტომ არ ვთქვი, ძალიან ახალგაზრდაა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ", - ამბობს ლუის ენრიკე, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.


ლუის ენრიკესგან, როგორც მეტოქე გუნდის მწვრთნელისგან, ქება ესიამოვნა ვილი სანიოლისაც. „ეს, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ პირველ რიგში ეს, ფეხბურთელებისადმი კარგი გზავნილია, რადგან მინდორზე ისინი თამაშობენო", - იტყვის სანიოლი.




რაც შეეხება თამაშს, იყო შედარებით განსხვავებული 2 ტაიმი, სადაც პირველში საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა. ჩვენები, როგორც მოსალოდნელი იყო, კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. ტაიმის შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ ის ტაიმი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. 44-ე წუთზე ოთარ კაკაბაძის წამოწყებულ სწრაფ კონტრშეტევას, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა. 1-0. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, თუმცა, ერთ მომენტში, სტუმრები ძალიან „მოგვაწვნენ" და 56-ე წუთზე, ჩვენი ნაკრების საჯარიმოსთან ართმეულ ბურთს და გაუმართავ მოქმედებებს დაცვაში, უშუალოდ კარის სიახლოვეს, ჟორდი ალბას გადაცემით ფერან ტორესის გოლით დასრულდა, 1-1. მატჩი, კი, რომლის ლოგიკური დასასრულიც ალბათ, ფრე უფრო იქნებოდა, სრულიად მოულოდნელი ფინალით დასრულდა და აქაც, თითქმის მინდვრის ცენტრში, ქვილითაიას მიმართ მსაჯის არ შემჩნეულ უხეში თამაშის გაგრძელებას მოჰყვა. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, დანი ოლმომ კარგად შენიშნა კარიდან გამოსული ლორია და  საჯარიმოს მისადგომებიდან გაიტანა, 2-1.



 

 

თამაშის სრული ალბომი