
საქართველოს ეროვნული ნაკრები, ხვალ, 30 მარტს, დილის 12:00 სალონიკში გაემგზავრება და იქ ჩასული, რამდენიმე საათში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე „პაოკის" სტადიონზე, საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის წინ, ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. იგეგმება ტრადიციული შეხვედრა მედიასთანაც.
მესამე ოფიციალური მატჩის წინაც, შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველთა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლის კვლავ მოუხდა, რამდენიმე ახლი ფეხბურთელის გამოძახება.
არა ტრავმის ან კორონა ვირუსის გამო, მაგრამ ესპანეთის წინააღმდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მიღებული წითელი ბარათის გამო, ლევან შენგელიას, ნაკრებთან ორი თამაშით მოუხდა დამშვიდობება. როგორც სფფ-ს ვებ-გვერდი nakrebi.ge იტყობინება, „ესპანეთთან გამართული მატჩის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორი მოთამაშე შეუერთდა. ბათუმის დინამოს 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე პირველად იმყოფება და ასევე, დინამო თბილისის 23 წლის მოთამაშე დავით კობოური".
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ჩვენ კი, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ვილის სანიოლის სიტყვებს, რომ დამქანცველი სათამაშო გრაფიკის და გადაფრენების მიუხედავად, მის გუნდს საბერძნეთში კვლავ ექნებათ ენთუზიაზმი და საბერძნეთში ქულების ასაღებად მიდის.





ჩვენ








