
საქართველოში ყველა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფიბას ტურნირებში ქართული კლუბების მონაწილეობა საჭირაო, თუმცა მანამდე სათანადო დასკვნებიც გამოსატანია
თბილისის "დინამომ" ფიბას ევროპის თასზე ბოლო შეხვედრა წააგო და ევროთასებზე ასპარეზობა 2017 წელს დაასრულა. მიიღებს თუ არა „დინამო" მომავალში მსგავს ტურნირებში მონაწილეობას (ან რომელიმე სხვა ქართული კლუბი), სავარაუდოდ იმ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოხერხდება, მსგავსი ტურნირებისთვის ქართული კლუბის სათანადოდ დაფინანსება - შესაბამისი ტრანსფერებით, სპონსორებით და ა.შ. რაც, თითქოს დეტალებია, მაგრამ ამ დეტალებით, საბოლოოდ ნებისმიერი კლუბის სახე იკვეთება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კი დინამოელთა მცდელობა, საქართველოს სახელი გაეტანა საკლუბო ტურნირებზე, მარტივად, დასაფასებელია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და დავმარცხით. თუ ჩვენ დასკვნებს გამოვიტანთ არა ამ მატჩიდან, არამედ მთლიანად ფიბა ევროპის თასის ტურნირიდან, მასში ჩვენი მონაწილეობა გამართლებული იქნება. როგორც ვხედავთ, მეტია საჭირო, როგორც მოთამაშეებისგან, ისე მწვრთნელებისგან. კომპლექსურადაა განვითარება საჭირო. მე მზად ვარ ამისთვის და ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ვაჩვენოთ უკეთესი შედეგი და გულშემატკივრები გავახაროთ", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.
ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართა 70-97 წააგო. თურქულ "ისთანბულ BBSK" ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა, იცოდა ისიც, რომ ჯგუფში პირველი ადგილი სხვა თამაშზე იყო დამოკიდებული, რომელიც რუმინეთში იმართებოდა.
„კარგი თამაში იყო ყველასთვის. მოთამაშეებისთვის, რათა სცოდნოდათ რა შეუძლიათ ამ ტურნირზე და ლიგაში, სადაც ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი ადგილი, მათ შორის ამ ჯგუფშიც. მართლა, ბედნიერი ვარ, რომ მოვახეხრე ჩემი ბიჭებისთვის თურქულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის „დინამოს" მასპინძლობისთვის და ვუსურვო მომავალ თამაშებში წარმატებები. თურქეთის ლიგაში უახლოესი თამაში „ბანვითის" წინააღმდეგ გვაქვს, ვეცდებით კარგი სანახაობა ვაჩვენოთ და თავი გამოვიჩინოთ",- ამბობს ერთულუ ერდოღანი, „ისთანბულ BBSK"-ის მთავარი მწვრთნელი.
„ძალიან კარგი გუნდი იყო. ახლა, რაც გვჭირდება, დროულად დავბრუნდეთ სტამბულში და შემდეგი რაუნდისთვის მოვემზადოთ", - ამბობს ერიკ რაშარდ ბუქნერი, „ისთანბულ BBSK-ის მოთამაშე.
„დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ, თუქრული გუნდი, როგორც მოელოდა, ჯგუფური მეორე ადგილით ფიბა ევროპის თასზე აგრძელებს ასპარეზობას. მომდევნო რაუნდში, სტამბულის გუნდი I ჯგუფში მოხვდა, სადაც მათი მეტოქეები ფრანგული ESSM LE PORTEL, ფინეთის Kataja Basket, და რუსული Nizhny Novgorod იქნებიან. პირველ შეხვედრას, „ისთანბული" 20 დეკემბერს, საფრანგეთში გამართავს.
ნაწილობრივ, „ისთანბულ BBSK-ის მსგავსად, ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთო უკვე საბოლოოდ თბილისის „დინამოც", რომელსაც ფიბა ევროპის თასის თამაშების გამო, ქართულ სუპერლიგაში რამდენიმე მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. თუმცა, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ 6 დეკემბრის მატჩში, დინამოელებმა ფიბა ევროპის თასზე პირველი გამარჯვების მისაღწევად თავი არ დაზოგეს. მეტოქეს მეორე პერიოდში ანგარიში გაუთანაბრეს კიდეც 32-32, ხოლო მესამეში ჩამორჩენა 5 ქულამდე გაუბათილეს 52-57. თუმცა, ქართული კლუბისთვის საწყენად არა, მაგრამ კლასისა და ოსტატობის ხარჯზე სტამბოლელებმა უმალ მოიპოვეს სასურველი უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ანგარიშში სხვაობა 27 ქულამდე გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ "ისთანბულს" შემადგენლობაში ჰყავდა სლოვენიის ეროვნული ნაკრების წევრი იაკა კლობუჩარი, ხორვატიის ნაკრების წევრი ივან ბუდვა და სერბეთის ეროვნული გუნდის წარმომადგენელი, სტეფან ბირჩევიჩი.
„ჩვენთვის მთავარი იყო გამოვსულიყავით და გვებრძოლა, გვერწმუნა, რომ ვართ გუნდი. ისინი, დღეს ჩვენზე უკეთესები იყვნენ, ასე, რომ ვულოცავ გამარჯვებას. ამ სეზონზე, ასე ვთქვათ, ევროპული ნაწილი დავასრულეთ. ვიმედოვნებ, ვისწავლეთ და კარგ დასკვნებს გამოვიტანთ. ახლა, საქართველოს ჩემპიონატში უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა" - ამბობს ნიკოლა გაჩეშა, თბილისის „დინამოს" სერბი ლეგიონერი, რომელმაც სტამბულელებთან მატჩშ 18 ქულის დაგროვება მოახერხა.
ამ მატჩში, დინამოელთაგან, 13 ქულა დააგროვა კაელ ტურპინმა, ხოლო ლევან გრძელიძის ანგარიშზე 11 ქულა დაფიქსირდა. სტუმართა შორის, 22 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით ივან ბუდვა გამოირჩა. 17 ქულა იყო რაიან ტულსონის ანგარიშზე.
ფიბა ევროპის თასის ამ ჯგუფში, მეორე თამაშში, რუმუნეთში, „კლუჟ ნაპოკამ" 83-70 დაამარცხა ბულგარული „ლუკოილ აკადემიკი".
იხილეთ მატჩის სტატისტიკა / ფოტომასალა





ჩვენ








