არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე მაკალუზე წავიდნენ
არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე მაკალუზე წავიდნენ
31.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მაკალუ, არის კიდევ ერთი მთა, რომელიც ზღვის დონიდან 8,481 მეტრი სიმაღლისაა და სადაც ქართველები შეეცდებიან ასვლას. ამასთან ეს არის მწვერვალი, რომელზეც ჯერ, ქართველი მთამვლელები არ ასულან. ჩვენი ვებ-გვერდის პროექტის „სპორტფოტოს" ორი ტრადციული მონაწილე, არჩილ ბარდიაშვილი და გიორგი ტეფნაძე კი, 2021 წლის გამოცემისთვის საინტერესო კადრებს, ჰიმალაის მორიგი ექსპედიიდან, ზუსტად ერთ წელში შემოგვთავაზებენ. მანამდე კი, ქართველი მთამსვლელების ჩაბმა მწვერვალ მაკალუზე  ასვლას შეეცდებიან. ექსპედიციის დაწყების შესახებ, არჩილ ბადრიაშვილმა დღეს, საღამოს, სოციალურ ქსელში განაცხადა.


„დღეს დაიწყო გიორგი ტეფნაძის და ჩემი მოგზაურობა ლეგენდარული პირამიდული მთისაკენ, რომელიც სიმაღლით მეხუთეა დედამიწაზე. მომდევო ორი თვის განმავლობაში, რაც გულისხმობს კარანტინს, გზას მთის ძირამდე, სააკლიმატიზაციო გასვლებს და უშუალოდ შტურმის დღეებს და გზას შინისაკენ. ჩვენი ორ კაციანი ჩაბმით და დაგროვილი გამოცდილებით შევეცდებით გამოწვევებით სავსე ჰიმალაის შორ თეთრ მწვერვალზე ქართული ასვლის განხორციელებას.

გვეიმედება თქვენი გვერდში დგომა!", - ნათქვამია არჩილის პირად გვედრზე.




მაკალუ, რომელსაც „შავ გოლიათსაც" ეძახიან, ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე, ტიბეტის ავტონომიურ ოქლში მდებაროებს. რვაათასიან მწვერვალებს შორის ის, ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასალაშქრი მთაა. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდი, პროექტი „სპორტფოტო" წარმატებას უსურვებს ჩვენს მთამსვლელებს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს.


#GeorgianExpeditionHimalayas2021