ავტოგოლი, გოლი და ვილის გუნდის პირველი ქულა
ავტოგოლი, გოლი და ვილის გუნდის პირველი ქულა
01.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ გადატვირთული სანაკრებო კვირეული,  სალონიკში, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდებოდა, რომ არ დასანანი ავტოგოლი საკუთარ კარში. თუმცა, 75-ე წუთზე, ლორიას კარში, ოთარ კაკაბაძის ზუსტად დარტყმული გოლი, ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ სანაკრებო გოლს, სულ რამდენიმე წუთით უსწრებდა. საქართველოს ნაკრებმა, წონასწორობა თითქმის 3 წუთში აღადგინა. შეხვედრაც სალონიკში ფრედ, 1-1 დასრულდა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც, მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი ქულა აიღეს.


შეხვედრის ბოლო 20 წუთში, „ტუმბა არენაზე" დატრიალებულ მოვლენებამდე, იყო საკმაოდ მძიმე თამაში, რომლებიც ბერძნების უპირატესობით დაიწყო და დაახლოებით მე-18 წუთამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში, დაახლოებით მე-8 წუთზე, ლორია, დაცვაში დაბნეული თამაში, ბოლო მომენტში, გიორგი ლორიას სწორმა რეაქციამ გამოასწორა და ჩვენი კარი, ბოლო მომენტში გოლს გადაარჩინა. რეალურად, შეხვედრის ამ ნახევარში, კარის ჩარჩოს მიმართულებით დარტყმის მხრივ, ორივე გუნდისთვის ერთად-ერთი იყო.


მეთვრამეტე წუთიდან ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა დაიწყო თამაშის დალაგება. თუმცა, შეტევის მხრივ კიდევ რამდენიმე წუთი ვერაფერს ახერხებდნენ. დაახლოებით, შეხვედრის 37-ე წუთიდან, ქართველებმა ეს ხარვეზიც გამოასწორეს. ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების აქტივში უკვე ჩაწერილი იყო ხვიჩა კვარაცხელიას სოლო რეიდი, რომელიც საბოლოოდ, ელინთა გამარჯვებით დასრულდა (ჩემი სუბიექტური და ალბათ, ხალხის მასებისგან განსხვავებული აზრიც მაქვს და ვიტყვი, რომ დღეს, „კვარა" ნაკლებად ცდილობდა ბურთის გაცემას) და მეორე მომენტი, როდესაც ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კიტეიშვილი ერთად თამაშგარეში აღმოჩნდნენ და შესაბამისად, გოლიც, რომელიც „კიტემ" გაიტანა, არ ჩაითვალა.


პირველი ტაიმის ბოლოსთვის, საბერძნეთის ნაკრების გასწვრივ, ბურთის ფლობის 51% იყო აღნიშნული. ჩვენი გუნდი კი, შესაბამისად, 49%-იანი მაჩვენებლით გავიდა შესვენებაზე. სხვათა შორის, ეს ნიშნული არ შეცვლილა არც მეორე ტაიმის შემდეგ. ერთი რაც შეიცვალა, იყო მაგალითად კარის ჩარჩოში დარტყმული - ბერძნებს გადმოჰყვათ, პირველი ტაიმის 1, ჩვენ კი, მეორე ტაიმში 4-ჯერ მოვახერხეთ კარის ჩარჩოში დარტყმა. ჩვენს სასარგებლოდ იყო კუთხურების რაოდენობად. საქართველოს ნაკრებმა 9 კუთხური მოაწოდა, საბერძნეთმა მხოლოდ 4. ის, რომ მეორე ტაიმი, უკვე საქართველოს ნაკრების კარნახით მიმდინარეობდა ის გარემოებაც მეტყველებს, რომ ბერძნები ქართველების წინააღმდეგ, 18-ჯერ დაჯარიმდნენ და ერთით მეტი ყვითელი ბარათიც მიიღეს 4/3.


მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა, საკუთარ კართან „ჩადჯომის" ტრადიცია დაარღვია და თამაში, ჩვენების შეტევებით დასრულდა. თუმცა, ამჟამად, ეს მცდელობები გოლით არ დაგვირგვინდა.


ასეა თუ ისე, საკმაოდ დატვირთული კალენდარი და 2 დღით ადრე, თბილისში ესპანეთთან ბოლო წუთზე წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შეძლო ამ  ციკლის სამივე მატჩის კარგად ჩატარება. კარგად, მიუხედავად იმისა, რომ 3 თამაშში, მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ. 


სფფ-ს ფოტო