
ქართველ სპორტსმენთან მონაწილეობით, ფრი-სქის და სნოუბორდის ჩემპიონატს რამდენიმე დღეში გუდაური უმასპინძლებს. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრს ფრისტაილის 3 სახეობას, 3, 4 და 11 აპრილს გუდაური უმასპინძლებს.
3 აპრილს თოვლის პარკში სლოუფ სთაილის, ხოლო 4 აპრილს ბიგ ეარის შეჯიბრები გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას, როგორც მოთხილამურეები ასევე, სნოუბორდერები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ქართული შეჯიბრის ორგანიზატორებმა საშეჯიბრო ტრასის მომზადება დაასრულეს და უკვე დღეიდან, სპორტსმენებს მისი „გამოცდაც" შეეძლოთ.
11 აპრილს კი, ასევე გუდაურში, სპორტის ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ცნობილი სახეობა კროსი გაიმართება. დამოუკიდებლად ჩატარდება ეტაპები მოთხილამურეებისა და სნოუბორდერებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ასპარეზობაში, მონაწილეობის შანსი მოყვარულებსაც ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ, სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. ღონისძიება, ბაკურიანში წარმატებით ჩატარდა და ახლა, ქართული სამთო კურორტი მომავალი წლის მსოფლიო ეტაპებისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, ქვეყანაში, სადაც სპორტის კონკრეტული სახეობები ახლა ვითარდება, მსგავსი შეჯიბრების ჩატარება და მათში მონაწილეობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაკურიანში, FIS -ის ეგიდით 2021 წელს ჩატარებული შეჯიბრებისთვის აშენებულ ტრასებზე, ქართველი სპორტსმენები აქტიურად ვარჯიშობენ.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტო





ჩვენ








