
ალბათ, მალე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ქართული მედიისთვის მორიგ შეხვედრას გამართავს, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი გვაქვს და ჩვენც უშუალოდ პირველწყაროდან მოგეცემა საშუალება გავიგოთ, თუ როგორ განვითარდა გუნდისა და ახალი მწვრთნელის ურთიერთობა 22 მარტიდან. ანუ დღიდან, როდესაც სანიოლი, „ლაივში" პირველად შეხვდა ფეხბურთელებს.
მანამდე, კი საბერძნეთთან გუშინ გამართული მატჩის შესახებ, სფფ-ს ვებ-პორტალზე, nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარებით შემოვიფარგლებით.
ვილი სანიოლი: „ჩემს ფეხბურთელებზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი, იგივეს გავიმეორებ რაც შვედეთთან მატჩის შემდეგ ვთქვი. ვეცადეთ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოგვეჩინა და კარგი ფეხბურთი გვეთამაშა, მეორე ნახევარში ეს ცოტა გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვამაყობ იმით რაც დღეს ჩემმა გუნდმა აჩვენა. როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გაქვს შეხვედრის ბოლოს დაღლილობა გეტყობა. ვთვლი, რომ დღევანდელ თამაშში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ბოლო 10-15 წუთში დაღლილობის გამო შეგვექმნა.
ჩვენი გუნდი 22 მარტს შეიკრიბა და შვედეთში გამგზავრებამდე მხოლოდ ორი ვარჯიში გვქონდა. შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ ესპანეთს ვეთამაშეთ და ახლა საბერძნეთში უნდა გავემგზავროთ. ძალიან რთული დასაწყისია, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია, მესამე შეხვედრაში მოტივაციისა და ენთუზიაზმის ნაკლებობა არ გვექნება. ყოველდღიურ ურთიერთობაში ფეხბურთელებისგან საქმის მიმართ დიდ ინტერესს და ენთუზიაზმს ვგრძნობ, აქედან გამომდინარე მათთან მუშაობით ბედნიერი ვარ. ახლა უნდა დავისვენოთ და ენერგია სწრაფად აღვიდგინოთ. განაცხადში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი არ უთამაშიათ და ვფიქრობ მათ შანსი ექნებათ აჩვენონ, რომ სურთ ახალი გეგმის ნაწილი გახდნენ.
შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ შესაძლოა ქულების აღებას არ ელოდებოდით, მაგრამ საბერძნეთში მოსაგებად მივდივართ. მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში დგომას და ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ, საბერძნეთში სამი ქულის მოპოვება გვსურს".
ხვიჩა კვარაცხელია: „საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან".
გიორგი აბურჯანია: „ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება. პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო".





ჩვენ








