
სანაკრებო „შესვენების" შემდეგ, ეროვნული ლიგა, სტადიონებზე გულშემატკივრით დაბრუნდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს შესარჩევზე, ესპანეთთან მატჩში, „დინამო არენაზე" უეფას მიერ რეკომენდირებული, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე მაყურებლის 30% პროცენტი დაუშვა, გულშემატკივარს ეროვნული ჩემპიონატების მატჩებშიც მისცა დასწრების უფლება.
მიუხედავად ამისა, დღეს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურის პირველი ორი შეხვედრა წყალტუბოში და ქუთაისში ადგილობრივ ქომაგთან ერთად ჩატარდა, მასპინძელ იმერულ კლუბებს ეს გარემოება, დიდად ვერ დაეხმარა.
***
წყალტუბოში, „სამგურალი", მეორე იმერულ კლუბს, „სამტრედიას" შეხვდა. გია ცეცაძის გუნდი, რომელიც მიმდინარე გათამაშებას ყველაზე მოუმზადებელი შეხვდა, როგორც ჩანს, ნელ-ნელა „ლაგდება". გამოცდილმა მწვრთნელმა, სანაკრებო შესვენება მაქსიმალურად გამოიყვანა და მე-6 ტურში, რადიკალურად სახეცვლილი „სამტრედია" გამოუშვა სათამაშოდ. წყალტუბოელებს, გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა პირველ ტაიმში ჰქონდათ, როდესაც, მათ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. სერგო კუხიანიძის დარტყმული გოგი კულუამ მოიგერია. ვერაფერი გააწყო, შეხვედრის 71-ე წუთზე, „სამგურალის" გამოცდილმა მეკარემ, მაქსიმე ქვილითაიამ, მასთან პირისპირ გასულ მათე კვირკვიასთან, რომელმაც ამ შეხვედრაში, ერთად-ერთი გოლი გაიტანა, 0-1 და „სამტრედიას" მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოუტანა. სხვათა შორის, სამტრედიელთა რიგებში დღეს დებიუტი ჰქონდა ზურა ერაძეს, რომელიც იმერულ კლუბში, „დინამო თბილისიდან" იჯარის წესით, სწორედ სანაკრებო შესვენებისას გადავიდა. აქვე გეტყვით, რომ ამავე პერიოდში, გია ცეცაძის გუნდში, კიდევ ერთი დებიუტანტია, რამინ დოობი, რომელიც, დღევანდელ მატჩში, განაცხადში კი იყო, თუმცა არ უთამაშია.
***
ორი დებიუტანტით დაბრუნდა სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოც". ლაშა ჩალაძე, რომელიც იმერულ კლუბში, ბათუმის „დინამოდან" გადმობარგდა, 33-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და ფეოდორ სტუკალიოვი, რომელსაც 32-ნომრიანი მაისური ერგო. კლუბის ორივე ახალწვეულს, მიხელ აშვეთიამ, მეორე ტაიმში თამაშის შანსი მისცა. თუმცა, „ტორპედოსათვის", მე-6 ტურის შეხვედრა „შუქურასთან", რომელიც რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა და ყველაზე აქტიური ზიდანი იყო, ფრედ, 0-0 დასრულდა.
***
ხვალ, ეროვნული ლიგის მე-6 ტურის სამი შეხვედრა გაიმართება:
14:00 / გორი, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი / „დინამო" თბ - „ლოკომოტივი"
15:45 / თბილისი, მ. მესხის სახელობის სტადიონი/ „საბურთალო" - „თელავი"
17:30 / თბილისი, დინამო არენა / „დინამო თბილისი" - „დილა"
სატურნირო ცხრილი
სკ "სამგურალის" ფოტო





ჩვენ








