ქართული ძალა მოსკოვშია!
ქართული ძალა მოსკოვშია!
02.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 3 აპრილს, მოსკოვში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.


ქართველმა ძალოსნებმა, რუსეთში გამგზავრებამდე, შეკრება ბათუმში გაიარეს. საბოლოოდ კი, ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ, გუნდი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:

    -55 კგ. - გიორგი დოკვაძე

    -61 კგ. - შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი

    -67 კგ. - გოგა ჩხეიძე,

    -73 კგ. - კახი ასანიძე

    -89 კგ. - რევაზ დავითაძე

    -96 კგ. - ანტონ პლესნოი

    -102 კგ. - ირაკლი ჩხეიძე

    +109 კგ. ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე


როგორც ხედავთ, ორ წონით კატეგორიაში, ქართველები 2-2 სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილები. ორი სპორტსმენით, მხოლოდ 2 წონით კატეგორიაში გამოვლენ ფიცარნაგზე ჩვენი გოგონები:


გოგონები:

  - 81 კგ - ნათია გადელია

  - 87 კგ. - ანასტასია გოტფრიდი


საერთო ჯამში, 12 ძალოსანი 10 წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას შეეცდება. ტრადიციულად, ქართველო ქომაგი კი, ლაშა ტალახაძისგან ახალ რეკორდებს დაელოდება.


ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კი, მოსკოვში, ძალოსნობის ევროპის ფედერაციის (EWF) კონგრესი გაიმართა, სადაც EWF-ს პრეზიდენტად, თურქი ჰასან აქუში აირჩიეს. საინტერესოა, რომ ქართული დელეგაცია, მხარს, სწორედ მეზობელი თურქეთის წარმომადგენელს უჭერდა. ახლადარჩეულმა პრეზიდეტმა კი, საკუთარ გუნდში ქართველების ხილვაც ისურვა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ყიფშიძე ძალოსნობის ევროპის ფედერაციის (EWF) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ჩვენი ქვეყნის ნომერი პირველი სპორტული ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი კი, ძალოსნობის ევროპის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს.


ფოტო: @ ITALIAN WEIGHTLIFTING FEDERATION (ფოტო მოწოდებულია პროექტისთვის "სპორტფოტო-2020")