
პარასკევს, 8 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის მესამე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. თამაშები 15:00 საათიდან დაიწყება. პირველად ერთმანეთს „სტუ-თელასის" და „აფხაზეთის" დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია, მოქმედი ჩემპიონი შეეცდება, მიმდინარე ჩემპიონატის წარმატებული სტარტი გააგრძელოს. ამ მომენტისთვის გათამაშებაში გამოკვეთილი ლიდერი ჯერ არ არის.
პირველი ქულებისთვის იბრძოლებს „წყალტუბო", რომლის მეტოქეც პლეი-ოფში მოხვედრის ერთ-ერთი პრეტენდენტი, „ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის" გუნდი იქნება. „სტუდენტებს" ჯერ ქულაც არ აქვთ, რისი მიზეზიც აგორასთან და თელასთან გამართული სასტარტო შეხვედრებია, რომელშიც აუტსაიდერებად ნამდვილად არ გამოიუყურებოდნენ, შესაბამისად ეცდებიან პირველ მოგებასაც გაუსინჯონ გემო. შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება
საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი „კოლხი-გულრიფშსა" და „თბილისს" შორის. ორივე მათგანი პოტენციურად ოთხეულის საგზურის მაძიებლებში მოიაზრება, შესაბამისად ერთამანეთთან თამაშში მოპოვებულ ქულებს, ოქროს ფასი ადევს. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელიც 21:00 სთ-ზე დაიწყება „აგორა" და „ტატიშვილი", მიმდინარე ჩემპიონატის ორ ფავორიტი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. გუნდებს, ორი ტურის შემდეგ ორიდან ორი მოგება აქვთ, რაც ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას მატებს. აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, გულშემატკივარს 20:50 სთ-დან სილკ უნივერსალის ეთერში შეეძლება.





ჩვენ








