
უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მორიგი ვიდეო-კონფერენცია გამართა და გადაწყვიტა, რომ ევრო 2020, ასევე ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალურ სტადიაზე და გადასასვლელ მატჩებზე, მე-3 კანონით, დროებითი შესწორებები აამოქმედოს.
კერძოდ, ზემოთხსენებულ მატჩებზე, კლუბებს, ნება ეძლევათ 5-5 ცვლილება გააკეთონ. უეფა-ს ეს გადაწყვეტილება იმ გარემოებით არის განპირობებული, რომ კორონა ვირუსის პანდემიიდან მიღებული გართულებების ხანა, ჯერ მსოფლიომ კვლავ ვერ გადალახა და შესაბამისად, გუნდებისთვის თემა, კვლავ აქტუალურია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წესი, ცვლილებების თაობაზე, 2021-2022 წლების განმავლობაშიც, მსოფლიოს შესარჩევზე მოქმედებს.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უეფა-ს აღმასკომმა მიიღო, ტრიბუნებზე მაყურებლის დაშვების საკითხია. უეფა-მ გადახედა გადაწყვეტილებას სტადიონებზე, მისი ტევადობიდან გამომდინარე 30%-ის დაშვებასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ ეს ღონისძიება მეტი აღარ არის აქტუალური. გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს წევრ 55 ქვეყანაში, კორონა ვირუსთან დაკავშირებით, განსხვავებული ვითარებაა, უეფა საჭიროდ თვლის, სტადიონებზე გულშემატკივრის შეშვების თემა, უშუალოდ მატჩის ორგანიზატორებს, ან მათ მთავრობებს დაუტოვოს.
შესაბამისად, უეფა-მ სტადიონებზე გულშემატკივრის დაშვების, მაქსიმუმ 30%-იანი ბარიერის გადაწყვეტილება გაუქმებულად გამოაცხადა. ასევე, გააუქმა გადაწყვეტილება, ფუტსალის მატჩებზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. თუმცა, უეფა-მ ძალაში დატოვა 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც კვლავ და კვლავ, კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, კრძალავს, სტუმარი გუნდის გულშემატკივრის უეფა-ს თამაშზე დასწრებას. მათ შორის, 2021 საკლუბო ტურნირების თამაშებზეც, თუმცა, ფინალები ამ შეზღუდვებში ამ ეტაპზე არ განიხილება.
კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელიც ამ ეტაპზე შესაძლოა ქართული საფეხბურთო საზოგადოებისთვის. უეფა-მ, ევროპის კლუბების ასოციაციასთან და ევროპის ლიგებთან ერთად, ერთხმად გადაწყვიტა თარიღი, 2021 წლის 19 აპრილი, დღეს, როდესაც, 2024 წლის შემდეგ ევროპის საკლუბო ტურნირების საბოლოო ფორმატის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.





ჩვენ








