
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს ასპარეზობას ხვალიდან, 4 აპრილიდან დაიწყებენ.
ეროვნულმა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, პირველად ივარჯიშა. ჩვენი სპორტსმენები ჯანმრთელად არიან და ასპარეზობისთვის ემზადებიან. მოგეხსენებათ, რომ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირიც არის. შესაბამისად, აქ წარმატებას ყველა ქართველი სპორტსმენისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
რუსულ ფიცარნაგზე, ჩვენი გუნდიდან პირველები გიორგი დოკვაძე, შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი გამოვლენ.
აქვე ქართველ ძალოსანთა გამოსვლების განრიგს გთავაზობთ:
4 აპრილი 14:53 სთ 55 კგ გიორგი დოკვაძე
20:53 სთ 61 კგ შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი
5 აპრილი 20:53 სთ 67 კგ გოგა ჩხეიძე
6 აპრილი 20:53 სთ 73 კგ კახი ასანიძე
8 აპრილი 17:53 სთ 89 კგ რევაზ დავითაძე
9 აპრილი 09:30 სთ 81 კგ ნათია გადელია
20:53 სთ 96 კგ ანტონ პლესნოი
10 აპრილი 11:53 სთ 102 კგ ირაკლი ჩხეიძე
20:53 სთ 87 კგ ანასტასია გოტფრიდი
11 აპრილი 16:53 სთ +109 კგ ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








