18 წლის ლუკა გაგნიძის გოლით "დინამო თბილისმა" "დილა" დაამარცხა
18 წლის ლუკა გაგნიძის გოლით "დინამო თბილისმა" "დილა" დაამარცხა
03.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, გორის „დილამ" და „დინამო თბილისმა" ადგილები გაცვალეს. მომდევნო მატჩებიდან კი, გორელთა ღირსებას, 2021 წლის სეზონზე, „დინამო თბილისში" სათამაშოდ გადმოსული ლევან წოწონავა დაიცავს. ფეხბურთელის „დინამოდან", გორის „დილაში" გადასვლის თაობაზე დღეს თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა განცხადება. ამავე განცხადებაში, „დინამო თბილისმა", კიდევ ერთი დინამოელის, ზურაბ ერაძის „სამტრედიაში" იჯარით წესით გადასვლის თაობაზეც ოფიციალურად განაცხადა.


„დინამო არენაზე" კი, საქართველოს 18-გზის ჩემპიონმა, ეროვნული ლიგის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გორის „დილა" მიიღო და მიმდინარე გათამაშებაში, პირველი დამარცხება აგება. სხვათა შორის, „დინამო თბილისისა" და გორის „დილას" ბოლო წლების დაპირისპირებებიდან, დღეს, პირველი შემთხვევა იყო, როცა, გორელებმა ვერაფერი გააპროტესტეს.  მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს, მატჩის სტატისტიკა სხვა მონაცემებს ეყრდნობა. ერთადერთი გოლი კი 18 წლის ლუკა გაგნიძემ, შეხვედრის მე-13 წუთზე გაიტანა.  დინამოელმა, რომლის დებიუტიც, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში, 2020 წლის სეზონზე, სწორედ გორში, „დილას" წინააღმდეგ შედგა, კარგად ისარგებლა, გორელთა გამოცდილი მეკარის მიერ, თამაშში დაუდევრად შეყვანილი ბურთით და შორი მანძილიდან ლუკა გუგეშაშვილს გოლი გაუტანა. ეს "დინამო თბილისის" მთავარი გუნდის მაისურით, გაგნიძის სადებიუტო გოლია!


სხვათა შორის, ლუკა გუგეშაშვილი ამ დღეს, გორელთაგან ყველაზე მეტად იყო მონდომებული და სწორედ მისი, კარგი თამაშის წყალობით, ამ მატჩში ანგარიში მეტი აღარ შეიცვალა. მან ჯერ ზორან მარუშიჩს აუღო, მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ მას და შემდეგ, თორნიკე ახვლედიანთან დასწრებაზე, საჰაერო ბრძოლაც მოიყო. დინამოელეთაგან კი, ამ მომენტების გარდა, გიორგი გაბედავამ, დავით კობოურმა, მილან რადინმა, გიორგი პაპავამ გაუშვეს ხელიდან. სხვათა შორის, „დილასთან" მატჩში, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, რომელიც მძიმე ტრავმით იყო გამოწვეული, პირველად ითამაშა „დინამო თბილისის" ახლაგაზრდა ფეხბურთელმა ლევან ხარაბაძემ.


საქართველოს ჩემპიონმა დღევანდელ მატჩში, მე-13 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, 13 ქულით, სატურნირო ცხრილში, პირველ ადგილზე გადაინაცვლა.


***

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტური კი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაიწყო.  სწორედ ამ სტადიონზე მასპინძლობს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საშინაო მატჩებს, ვიდრე, ბათუმის „დინამოს", ახალ და ლამაზ სტადიონზე, ხელოვნური მზისგან ბალახი, სათანადო კონდიციაში მოვა. ამ ტურში, ბათუმელები თბილისი „ლოკომოტივს" დაუპირისპირდნენ და ფრედ 1-1 ითამაშეს. თუმცა, ანგარიში თამაშთან ნაკლებად არის შესაბამისობაში, რადგან ბათუმელები, ამ მატჩში მოწინააღმდეგეს, ბევრად სჯობდნენ. ყოველ შემთხვევაში ბურთის ფლობის მხრივ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში.


მიუხედავად ამისა, „ლოკომოტივმა" პირველმა მოახერხა მეტოქის შეშინება. მე-5 წუთზე, თორნიკე კირკიტაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, თუმცა ბათუმელთა კარი, ხარიხამ იხსნა. ძალიან მალე, ამ მომენტიდან, გიორგი მამარდაშვილს, საკმაოდ შორიდან და არც თუ ძლიერად დაურტყა ვლადიმერ მამუჩაშვილმა, თუმცა, ბურთი ერთ-ერთ მოთამაშეს შეეხო, მიმართულება შეეცვალა და საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მეკარე უძლური აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ამ მატჩში, მამარდაშვილის ანგარიშზე, რამდენიმე კარგი „სეივია". მოვლენებს გადავასწრებთ და ვიტყვით, რომ ერთ-ერთი, 69-ე წუთზე ჩაიწერა „ლოკოს" მეკარემ აქტივში. სხვათა შორის, პირველ ტაიმში კიდევ რამდენიმე ეპიზოდი დაგვამახსოვრდა, ორი მომენტი, „ლოკოს" საჯარიმოში, სადაც ბათუმელები 11-მეტრიანს ითხოვდნენ და რა თქმა უნდა, 41-ე წუთზე იმრანის ჩაწოდებული კუთხური, რომელსაც გურამ კაშიას გოლი მოჰყვა ბათუმის „დინამოს" კარში.


სხვათა შორის, ბათუმელებს, შეეძლოთ მატჩის „გადარჩენა" და 3 ქულის აღება, როდესაც 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული გიული მანჯგალაძის დარტყმული ხარიხამ მოიგერია. თუმცა, ალბათ, რომ არა, „ლოკომოტივის" დაცვაში ეფექტური თამაში, აჭარლები, მეორე ტაიმის 63-70 წუთებში კიდევ იყვნენ, რამდენჯერმე ახლოს გოლის გატანასთან. ასეა თუ ისე, ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა, გუნდებმა ქულები გაიყვეს, სატურნირო ცხრილში კი, ის პოზიციები შეინარჩუნეს, რომლებზეც ამ ტურამდე იყვნენ.


***

მე-6 ტურის ბოლოსწინა შეხვედრა კი, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „საბურთალო" „თელავს" დაუპირისპირდა და შეხვედრა, არც თუ საინტერესო გამოდგა. მატჩში, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისური კლუბი პირველ ნომრად თამაშს შეეცადა. თუმცა, არც „თელავი" იჯდა გულხელდაკრეფილი და ბურთის ფლობის მხრივ, მასპინძლებს, საბოლოოდ, მხოლოდ 8%-ით ჩამორჩა. საინტერესოა, ორივე გუნდმა, კარის მიმართულებით თანაბრად, 9-9-ჯერ დაარტყეს. აი კარის ჩარჩოში კი, ლევან კორღალიძის „საბურთალოს" 3 დარტყმით მეტი დაუგროვდა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა და გუნდებმაც, სატურნირო ცხრილში, 6-7 ადგილები შეინარჩუნეს. 

სხვათა შორის, მატჩს მიხეილ მესხზე, ტარიელ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ ის კლუბის ფინანსურ დაფინასებას წყვეტდა, ის „საბურთალოს" გვერდით მაინც რჩება და დიდი ალბათობით, არაა გამორიცხული, რომ მალე, წყენამაც გადაუაროს და განცხადებაც უკან წაიღოს.   


სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი