ევროპის ჩემპიონატი ქართველებმა ვერცხლის მედლებით დაიწყეს
ევროპის ჩემპიონატი ქართველებმა ვერცხლის მედლებით დაიწყეს
04.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მოსკოვში ტარდება, დღეს ქართველებმა 2 ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხეს. 61 კგ, წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ატაცში 131/135 დაძლია და საქართველოს ძალოსანთა ყულაბას 2021 წლის პირველი მედალი შესძინა.  მიუხედავად იმისა, რომ ძალოსანმა, აკვრაში 155 დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა,  ორჭიდის ჯამში, მაინც მოახერხა 290 კილოგრამით, მეორე ადგილზე გასვლა და შესაბამისად, ვერცხლის მედალს დაეუფლა.


ამავე წონით კატეგორიაში, რუსულ ფიცარნაგზე  რამინ შამილიშვილიც გამოვიდა. ძალოსანმა ატაცში 124 კილოგრამს გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155 კილოგრამით  მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279კილოგრამით  მე - 9  ადგილზე გავიდა.


დღეს, ქართული დელეგაციიდან კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა.  55 კგ წონით კატეგორიაში გიორგი დოკვაძემ 105/124/229 კგ დაძლია. ძალოსანმა ატაცში მე-7, აკვრაში მე-9, ხოლო ორჭიდის ჯამში მე-7 ადგილი დაიკავა.


ხვალ, 5 აპრილს, ევროპის ჩემპიონატზე ქართული დელეგაცია ერთი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 67 კგ წონით კატეგორიაში ძლებს, გოგა ჩხეიძე სცდის.


ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 11 აპრილს დასრულება ხვალინდელი დღის ჩათლით, კიდევ 9 ძალოსანი იასპარეზებს:


6 აპრილი        20:53 სთ   73 კგ კახი ასანიძე

8  აპრილი       17:53 სთ  89 კგ რევაზ დავითაძე

9 აპრილი        09:30 სთ  81 კგ ნათია გადელია

                     20:53 სთ  96 კგ ანტონ პლესნოი

10 აპრილი      11:53 სთ   102 კგ ირაკლი ჩხეიძე

                     20:53 სთ     87 კგ ანასტასია გოტფრიდი

11 აპრილი     16:53 სთ  +109 კგ ლაშა ტალახაძე,  ირაკლი თურმანიძე.