დღეს ჭადრაკის სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ყრილობა გაიმართა
დღეს ჭადრაკის სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ყრილობა გაიმართა
04.04.2021
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში 82-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.


საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული მხოლოდ ერთ კანდიდატი, მიხეილ აბაიშვილი  იყო. ღია კენჭისყრის შედეგად მას მხარი ერთხმად დაუჭირეს და შესაბამისად, მომდევნო 4 წლითაც აირჩიეს.  


არ შეცვლილან ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანიც. პოსტებზე კვლავაც ბიძინა ბარათაშვილი და თენგიზ პაჭკორია აირჩიეს, ხოლო გენერალური მდივნის პოზიციაზე საქმიანობას ზურაბ თალაკვაძე გააგრძელებს.


ყრილობამ დაამტკიცა აღმასკომი შემდეგი შემადგენლობით: მიხეილ აბაიშვილი, ბიძინა ბარათაშვილი, თენგიზ პაჭკორია, ზვიად შათირიშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, თამარ ბალავაძე, ვასილ ბალახაძე, მამუკა კვარაცხელია, ლუკა ხოჯავა, გიგა გვენცაძე, პაატა ნაცვლიშვილი, მაგდა კლდიაშვილი, ჯამლეტ ხუხაშვილი, გიორგი დარჯანია, ლაშა რამაზაშვილი.

 

 

სსჟა-ის ფოტო