
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის 2021 წლის სეზონის 1/16 ფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა. გათამაშების ამ ეტაპზე, ეროვნული ლიგაში და ლიგა 2-ში მონაწილე გუნდებიც შეუერთდებიან.
საქართველოს თასის გათამაშებაზე ამ მომენტისთვის უკვე ჩატარდა ორი ეტაპი. ზემოთხსენებული ლიგების გუნდები ასპარეზობაში, სწორედ, მეორე ეტაპის 12 გამარჯვებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს. მეორე ეტაპის შემდეგ კი, საქართველოს თასის გათამაშებაზე ასპარეზობას ლიგა 3-ის შვიდი, ლიგა 4-ის სამი და ორიც, რეგიონული ლიგის გუნდი აგრძელებს ასპარეზობას.
ისევე, როგორც პირველ ეტაპებზე, ახლაც, გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. მასპინძელი კი, წყვილში, რანგით დაბალი გუნდია. 1/16 ფინალური მატჩები 20 და 21 აპრილს გაიმართება. წილისყრის შემდეგ გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
20 აპრილი:
13:00 / ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახ. სტადიონი / „ზესტაფონი" - „არაგვი"
13:00 / ლანჩხუთი, ევგრაფი შევარდნაძის სახ. სტადიონი / „გურია" - „ჩიხურა"
13:00 / „ლეგიონი" - „შევარდენი 1906"
15:00 / თბილისი, სპაერის სტადიონი / „სპაერი"- „საბურთალო"
15:00 / თბილისი, დინამო თბილისის აკადემია / „დინამო თბილისი 2" - „ვიტ ჯორჯია"
15:00 / „დიდუბე" - „გორი"
15:00 / „მაღაროელი" - „სამგურალი"
21 აპრილი:
14:00 / თბილისი, გლდანის საფეხბურთო ცენტრო / „ვიტ ჯორჯია 2" - „დილა"
14:00 / თბილისი, სპაერის სტადიონი / „მერანი თბილისი" - „ლოკომოტივი"
15:00 / თბილისი, ბენდელას სტადიონი / „საბურთალო 2"- „გარეჯი"
15:00 / ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახ. სტადიონი / „შუქურა" - „დინამო თბილისი"
15:00 / წყალტუბო, 26 მაისის სახელობის სახ. სტაიდონი / „სამგურალი 2" -„თელავი"
15:00 / ბოლნისი, თამაზ სტეფანიას სახ. სტადიონი / „სიონი" - „სამტრედია"
15:00 / „გაგრა" - „დინამო" ზუგდიდი
15:00 / მარტვილი, მურთაზ ხურცილავას სახ. სტადიონი / „მერანი მარტვილი" - „ტორპედო"
15:00 / რუსთავი, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი / „რუსთავი" - „დინამო" ბათუმი
როგორც ხედავთ, წილისყრის შემდეგ, მხოლოდ ერთ წყვილში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდები. 21 აპრილს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, „შუქურა" და „დინამო თბილისი" 15-დღიან შუალედში, მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.





ჩვენ








