
ყვითელი მედიის მკითხაობას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ივნისის ამხანაგური მატჩების მეორე მეტოქის შესახებ, დღეს, ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი. ფედერაციის განცხადებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რუმინეთის ნაკრებთან უკვე გამოცხადებული სპარინგის გარდა (მატჩი რუმინეთში, 2 ივნისს ჩატარდება), კი ჩვენი გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრას, ბელგიის არა (როგორც მედიის ერთი ყვითელი ნაწილი ცდილობდა გაევრცელებინა) მაგრამ ნიდერლანდების ნაკრებს მართლაც შეხვდება.
შეხვედრა, რომელიც, 6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს" სტადიონზე, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება, ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შორის, ამ გუნდების ისტორიაში, პირველი დაპირისპირება იქნება. მომავალ მატჩთან დაკავშირებით, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკება საბოლოოდ შედგა.
2021 წლის სეზონზე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს, სამი შეხვედრა გამართა, დამარცხდა შვედეთთან 1-0, სახლში ესპანეთთან 1-2 და გასვლაზე, სალონიკში, ფრედ 1-1 ითამაშა. რაც შეეხება ნიდერლანდებს, ამავე პერიოდში, გუნდმა სტამბულში 4-2 წააგო თურქეთის ნაკრებთან, 2-0 მოიგო ლატვიას და გიბრალტარი გასვლაზე 0-7 გაანადგურა.





ჩვენ








