საქართველოს ნარები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ნარები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება
07.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 აპრილს, შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშნელოვან მატჩს გამართავს, რაც კი, დღემდე ჩაუტარებია. ავთანდილ ასათიანის გუნდს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოს წინა შეხვედრას გამართავს საფრანგეთის ნაკრებთან და გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდება ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურს.


ავთანდილ ასათიანს, 9 აპრილის მატჩისთვის, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 18:00 დაიწყება შემდეგი მოთამაშეები ჰყავს გამოძახებული:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)


წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), თემურ ეკიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)


სხვათა შორის,  ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად  ვარჯიშობს თალესი. თუმცა, საფრანგეთისა და რუსეთის (ბოლო ჯგუფური შეხვედრა, რომელიც 12 აპრილს გაიმართება) წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო, ნიკოლოზ კურტანიძე და სიმი საიოტი ვერ დაეხმარებიან.


სამაგიეროდ, სფფ-ს გადაწყვეტილებით, თამაშზე დაუშვებენ გულშემატკივარს, თბილისის, ოლიმპიური სასახლის 30%-ს.  


„ფუტსალის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩის, საქართველო - საფრანგეთის, ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.

 

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

 

ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში, სადაც გულშემატკივრისთვის, ოლიმპიურ სასახლეში ქცევის ნორმებიც დაწვრილებით არის აღწერილი.