ევრობასკეტი 2022 წლის ჯგუფში საქართველოს ერთი მეტოქე ცნობილია - თურქეთი
ევრობასკეტი 2022 წლის ჯგუფში საქართველოს ერთი მეტოქე ცნობილია - თურქეთი
08.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გერმანია, ჩეხეთი, იტალია და საქართველო ის ქვეყნებია, რომლებიც „ევრობასკეტი 2022"-ის შესარჩევ ჯგუფებს უმასპინძლებს. ფიბა-ს რეიტინგის მიხედვით, ფინალური ჯგუფების წილისყრამდე იტალია და ჩეხეთი მეორე კალათში მოხვდნენ. გერმანია და ჩვენ, საქართველო კი, მე-4 კალათში ვართ.  2015 წლის ევრობასკეტიდან მოყოლებული, ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დასაგეგმად, მასპინძელ ქვეყანას წილისყრამდე ერთი მომავალი მეტოქე, სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს. დაახლოებით 3 კვირის წინ გერმანიამ პარტნიორად ლიეტუვა არჩია, რომელიც იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად მეორე კალათში იყო. შესაბამისად ამ კალათიდან ერთად- ერთი დარჩენილი ნაკრები რუსეთი, რომელიც არც არავის პარტნიორია და არც მასპინძელი ჩვენ დაგვრჩა.


გამომდინარე იქიდან, რომ ჩეხეთმა პარტნიორ ქვეყნად პოლონეთი აირჩია, რომელიც მე-3 კალათში იყო ამ ჯგუფიდან ჩვენი სავარაუდო მეტოქეები თურქეთის, ხორვატიისა და სლოვენიის გუნდები რჩებოდნენ. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, საქართველომ არჩევანი თურქეთზე შეაჩერა და მეზობელი ქვეყანა პარტნიორად დაასახელა.


„თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამ ქვეყნის ნაკრების თბილისში ხილვა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. იმასთან ერთად, რომ ნაკრები საკმაოდ ძლიერი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული  და მაღალი საკალათბურთო შედეგები გააჩნია, თურქეთს სპორტის ნებისმიერ სახეობაში ძალიან მხურვალე და მოწესრიგებული გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც თბილისში, ევრობასკეტ2022-ის მატჩების მსვლელობას ახალაშენებულ ჩინებულ დარბაზში კიდევ უფრო გაალამაზებენ.

 

აღსანიშნავია, რომ თურქეთს საქართველოში საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს და ამასთან ერთად,  ჩვენს ქვეყანაში საქმიანი მიზეზით ძალიან ბევრი თურქეთის მოქალაქე იმყოფება. შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორული შეთანხმება წარმატებული იქნება და თბილისში გამართულ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მაყურებელი არ მოაკლდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნავს პაატა გურასპაული, ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში და ქართული ფედერაციის არჩევანს კიდევ ერთ გარემოებით ამყარებს. გურასპაული თვლის, რომ მომავალ საკალათბურთო ფორუმზე, თურქეთთან პარტნიორობა, მეზობელ ქვეყნებს, მომავალი თანამშრომლობისთვისაც გაუხსნის არეალს, რაც ქართული კალათბურთის განვითარებისთვისაც კარგი იქნება.


შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზური თურქეთის ნაკრებმა, მხოლოდ, ბოლო სანაკრებო ფანჯრის დროს მოიპოვა.


"ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოსთან პარტნიორობის დამყარებით, რომელიც ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელი და ჩვენი ახლო მეზობელი ქვეყანაა. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ახლოს და ინტენსიურად ვიგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია თბილისში ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული შედეგის მოპოვება", - ამბობს ემინ ბალჩი, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა


და  ბოლოს, იტალიამ პარტნკორად სულ ბოლო კალათში მოხვედრილი ესტონეთი აარჩია. როგორც ჩენს, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელმა ქვეყანამ, პირველ კალათში განთესილ გუნდებს შორის არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა და ეს ლოტოტრონს მიანდო. დღევანდელი მოცემულობით, თბილისში საასპარეზოდ ჩამოსვლა თურქეთი გარდა, რუსეთის ნაკრებსაც მოუწევს. შესაბამისად ყველაზე ძლიერი პირველი კალათიდან წილისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ოთხი ნაკრებიდან, ერთ-ერთი ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი ან საფრანგეთი იქნება. მათ გარდა კიდევ რჩება ორი კალათი, საიდანაც ქართულ გუნდის კიდევ 2 მეტოქის ვინაობა გაირკვევა.