გადაწყდა! ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!
გადაწყდა! ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!
09.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება დღეს და  12 აპრილს ფუტსალში, ევრო 2022-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპების ბოლოს წინა ტურის მე-8 ჯგუფის  მატჩები, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ამის შესახებ დაწერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც და უეფა-მაც, ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების ჩამონათვალს საქართველოც მიამატა.


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფრანგებთან მოგებული თამაშის შემდეგ, დაახლოებით 1 საათში, ვრშაჩში, სერბეთს ნაკრებმა ვერ მოახერხა რუმინეთის დამარცხება, რამეთუ ფრედ, 4-4 ითამაშა, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ავტომატურად ევროპის ჩემპიონატის საგზურს ნიშნავდა.


საქართველო გახდა ევროპის ჩემპიონატის მე-9 მონაწილე. ამ მომენტისთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება, რომელიც 2022 წლის 19 იანვრიდან, 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება, უკვე მოპოვებული აქვთ, აზერბაიჯანს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ხორვატია, იტალიას, ყაზახეთს, ნიდერლანდებს, რუსეთს, ესპანეთს და ჩვენ, საქართველოს, რომელიც ფინალში მოასპარეზე გუნდებიდან პირველი მეორეადგილოსანია.

 


ფოტო:საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო