
მიუხედავად იმისა, რომ ფუტსალში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო კალენდარულ დღეს, სუფთა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა (მოწინააღმდეგე გუნდებს, ორივეს ჰქონდა განაღდებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაში), რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებას, ქართველი გულშემატკივარი მაინც ელოდა.
ჯგუფური ეტაპის ნოლო მატჩში, ჩვენი ნაკრები, პადმასკოვიეში, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3-0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს, ავთანდილ ასათიანმა თამაში, ჩვენი გუნდის მეორე მეკარეს, თორნიკე ბუკიას „მისცა" და სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ არც პირველ და არც მთლიანად თამაშში, ჩვენს კარში 3 გოლზე მეტი არ გასულა. თუმცა, დასანანია, რომ, ქართველთა ნაკრებმაც, თავის მხრივ, ვერ მოახერხა რამდენიმე საგოლე მომენტის გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი, 10 ქულით დაასრულა, საბოლოოდ, მეორე ადგილზე დაასრულა და პირველად, კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
„ევრო 2022" კი, მომდევნო წლის დასაწყისში, 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კონტინენტის 16 უძლიერესი ნაკრები ამსტერდამის ზიგო დომეს და გრონინგენის მარტინიპლაზას დარბაზებში დაუპირისპირდება ერთმანეთს. თუ, რომელ ჯგუფში და ვისთან ერთად მოუწევს ასპარეზობა საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე, ეს 2021 წლის ბოლოსთვის გაირკვევა.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








