უხვგოლიანი ტური და 19 წლის მეკარის დებიუტი
უხვგოლიანი ტური და 19 წლის მეკარის დებიუტი
12.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის მე-8 ტური თბილისში, დინამო არენაზე გამართული შეხვედრით დაიწყო. „დინამო თბილისსა" და „სამტრედიის" დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ ამ ტურში „დინამო თბილისს", გუნდის ძირითადი და სათადარიგო მეკარეების, ასევე ჰოლანდიელი ლეგიონერის გარეშე მოუწევდა თამაში. როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილს, ფაბიან სპორქსლედეს და სეკუ კეიტას კორონა ვირუსი დაუდასტურდათ. გამომდინარე იქიდან, რომ მე-7 ტურში, ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში, წითელი ბარათი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ მიიღო, დედაქალაქური კლუბი, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა.




თუმცა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დანაკლისი „დინამო თბილისის აკადემიის" გუნდებიდან შეავსო. სადებიუტო მატჩი ჩაატარა, „დინამო თბილისის" 19 წლის მეკარემ ლუკა კუტალაძე. სხვათა შორის, წვიმიან ამინდში, დებიუტის მიუხედავად, დინამოელთა ახლაგაზრდა მეკარე თავს საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობდა. საერთო ჯამში კი, ამ დღეს, დინამოელთა განაცხადში 11 აკადემიელი იყო, რომელთაგან, მხოლოდ სამს არ მოუწია მინდორზე გასვლა. რაც შეეხება შეხვედრას, ის თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ თბილისელებმა ორზე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 2-წუთიან შუალედში, ჯერ გიორგი გაბედავამ აიღო „სამტრედიის" კარი, შემდეგ კი ბაქარ ქარდავამ შორიდან კიდევ ერთი გოლი გაიტანა. შეხვედრის ამავე მონაკვეთში მოახერხა „სამტრედიამ" ერთი გოლის გაქვითვა. გოლი ოთარ კობახიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებს კვლავ უხვად ჰქონდათ გამოუყენებელი საგოლე მომენტები. მიუხედავად ამისა, „დინამო თბილისმა" მორიგი შეხვედრა მოიგო, 2-1 და სატურნირო ცხრილს, კვლავინდებურად ლიდერობს.




***


ოთხი გოლი გავიდა ამ ტურის მეორე შეხვედრაში. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გამართული მატჩის შემდეგ, „საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გუნდიდან წასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რამდენიმე მატჩი, გუნდს ვერ დაეხმარება ნიკოლოზ მალიც, რომლის ერთ მატჩი მიღებული ორი ყვითელი ავტომატურად გაწითლდა. შეხვედრაში კი, მე-11 წუთზე „შუქურას" ფეხბურთელებმა გახსნეს და მეორეში ორამდეც გაზარდეს. თუმცა, 3-წუთიან შუალედში, იური ტაბატაძემ „საბურთალოსთვის" საჭირო ქულა გადაარჩინა. თამაში ფრედ, 2-2 დასრულდა.


***


უხვგოლიანი გამოდგა ქუთაისური მატჩიც, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, რომელშიც, ქუთაისის „ტორპედო" „ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. შეხვედრაში ანგარიში, პირველ ტაიმში დამატებულ წუთზე გაიხსნა. თორნიკე კირკიტაძე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში, ანგარიში გახსნა. „ტორპედომ" მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მოახერხა ანგარიშს გათანაბრება, 1-1. კიდევ, 10 წუთში, ანგარიშში დაწინაურებაც შეეძლოთ, თუმცა ტორპედოელმა ზიდანიმ, 11-მეტრიანი გააცუდა. „ლოკომოტივმა" კი, ამ შეცდომისთვის მასპინძლები დასაჯა და ისევე, როგორც ამ ტურის წინა 2 შეხვედრაში, თამაშის ბედი, 3-წუთიან შუალედში გადაწყვიტა. 3-ქულიანი გილები თეიმურაზ შონიამ და ბექა დარცმელიამ გაიტანეს. „ლოკომ", გასვლაზე 1-3 მოიგო და სატურნირო ცხრილში, ამ მომენტისთვის, 14 ქულით, გორის „დილასთან" ერთად, მე-3 -4 პოზიციებს იყოფს.


***


გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გიორგი ფანცულაიამ ანგარიში, მე-5 წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე კი, მისი გადაცემით, გიორგი ნიქაბაძემ, ბათუმელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უჩა სოსიაშვილის „სამგურალს", ამ დღეს, ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ, თამაშის შემოტრიალება გაუჭირდებოდა. მართლაც მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს აჭარლები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმაც 5 წუთზე მეტი სათამაშო დრო დაამატა, „სამგურალმა" ვერაფერი გააწყო და ტურის ეს მატჩი 2-0 მოიგო.


***


2-0 მოიგეს შეხვედრა, თელავში, „კავკასიონ" არენაზე გორელებმა. ანგარიში, პირველ ტაიმში, 31-ე წუთზე გაიხსნა. პაატა ღუდუშაურის გადაცემით, გოლი ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა. მატჩის მიწურულს კი, 11-მეტრიანით გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.


***


გათამაშების ცხრილი

მომდევნო ტურის კალენდარი