
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრას, გათამაშების ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია", - ნათქვამია ელიგის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში.
„დინამო არენაზე" 16 აპრილს, 16:00 დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ამ ჯერზე მასპინძელი „ლოკომოტივი" იქნება და „დინამო თბილისს" უმასპინძლებს ქორაი გენჩერლერი განსჯის. ამ მსაჯის სახელი, თურქეთის სუპერლიგაზე ბოლოს 7 აპრილს, სტამბულში, ვადაფონ არენაზე გამართულ მატჩს უკავშირდება, რომელშიც „ბეშიქთაშმა" 3-0 „ალანიასფორი" დაამარცხა. ფიფა-ს, 42 წლის არბიტრს იმ მატჩზე VAR-ის ოთახში მოუწია გარჯა და ისედაც, ეს კონკრეტული მსაჯი, ბოლო წლებია, სწორედ, VAR-ის თემასთან ასოცირდება. თბილისში, კი ის მთავარი მსაჯი იქნება და მას ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ.

კიდევ ერთი თურქი მსაჯი, ბაჰათინ შიმშექი, რომელიც 16 აპრილს, მატჩზე მეოთხე მსაჯი იქნება, მოდევნო დღეს, 17 აპრილს, ქორაი გენჩერლერს გაუცვლი ადგილს და უკვე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის" სტადიონზე, მე-9 ტურის მეორე მნიშნელოვან დაპირისპირებას, „დილასა" და ბათუმის „დინამოს" შორის გაუძღვება.





ჩვენ








