
დღეს, ლისაბონში სტარტი აიღო ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატმა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სოლიდური შემადგენლობით მონაწილეობს. პორტუგალიაში მიმდინარე შეჯიბრში, სპორტსმენები, კონკრეტული ტურნირის მედლების გარდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულებისაც დააგროვებენ. ევროპის ჩემპიონატზე, კონტინენტის 45 ქვეყნის 359 წარმომადგენელი იბრძოლებს.
ლისაბონში, საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრები 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. წონითი კატეგორიების მიხედვით პორტუგალიაში იასპარეზებენ:
-60კგ- თემურ ნოზაძე,
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,
-90კგ - ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი,
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე,
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი,
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ - მარიამ ჭანტურია,
+78კგ - სოფიო სომხიშვილი.
16 აპრილს, ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს, მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა: ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
-66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებმა წარმატებას პირველივე დღეს მიაღწია. ვაჟა მარგველაშვილმა ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან იპონით დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის, ასევე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება - დაამარცხა ესპანელი და ბელარუსი მოწინააღმდეგეები, ნახევარფინალში კი სერბეთის წარმომადგენელს სძლია.
-57 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონს ეთერ ლიპარტელიანს. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ბრინჯაოს ფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან დამარცხდა.
ხვალ, 17 აპრილი მედლების 4 კომპლექტი გათამაშდება. ქალთა შორის -70კგ-ში მარიამ ჭანტურია იასპარეზებს. კაცებში კი : -73კგ, -81კგ.
18 აპრილი - ქალები: -78კგ, +78კგ, კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.





ჩვენ








