
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017-18 წლების სეზონის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „სტუ -თელასი" და „აფხაზეთი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მეორე ნახევრის მეორე პერიოდიდან „თელასმა" დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე 7-2 დაამარცხა.
„ახალი შეკრებილი გუნდები ვართ და გამოცდილების პრობლემა გვქვს, შეუთამაშებელები ვართ და ამან გამოიწვია მარცხიც, კიდევ პრობლემა იყო მომენტების გამოუყენებლობა ჩვენ რომ ეს მომენტები გამოგვეყენებინა თამაშის სცენარი შესაძლოა შეცვლილიყო და სხვა ანგარიშით დამთავრებულიყო მატჩი" - ამბობს იოსებ მამაგულაშვილი, „აფხაზეთის" მოთამაშე.
„საკმაოდ დაძაბული ლიგაა, გუნდებმა საკმაოდ მოუმატეს. გამოკვეთილი ფავორიტი ჩემი აზრით არ ჰყავს ეროვნულ ჩემპიონატს, ეს რა თქმა უნდა მაყურებლისთვისაა კარგი, რადგან რაც უფრო დაძაბულია თამაში მეტ სიამოვნებას იღებს მაყურებელი" - ამბობს, ავთო ასათიანი, „სტუ-თელასის" მოთამაშე-მწვრთნელი.
დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „წყალტუბო" და „ბსუ" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უნივერსიტეტელების გამარჯვებით, ანგარიშთ 9-2 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულად მიმდინარეობდა. იმერლებმა, ორჯერ მოიპოვეს უპირატესობა. თუმცა, დიდი შესვენებიდან დაბრუნებულმა „ბსუ"-მ, ჯერ ძალების აღდგენა, შემდეგ კი, სრული უპირატესობის მოპოვება მოახერხა.
„შეხვედრის პირველი წუთები დაძაბულად მიდიოდა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რითაც ისარგებლა მეტოქემ და წინ გასვლა შესძლო, პირველი ნახევრის შემდეგ გავაანალიზეთ შეცდომები, დავალაგეთ თამაში და მოგებაც მოვახერხეთ", - ამბობს გოჩა მახარაძე, „ბსუ"-ს მოთამაშე.
კიდევ ერთ შეხვედრაში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კი გავიდა ბევრი გოლი, თუმცა გამარჯვებული ერთმა გოლმა გამოავლინა. დღის მორიგ, რიგით მესამე შეხვედრაში ერთმანეთს „თბილისი" და „კოლხი-გულრიფში" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება „კოლხმა" 7-6 გაიმარჯვა.
„დაძაბული მატჩის მოლოდინი გვქონდა და ასეც იყო. ჩვენმა შრომამა გაამართლა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო, არასასურველი შედეგით დავიწყეთ ლიგა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და მოწინააღმდეგეს ღირსეული თამაშისთვის", - ამბობს დავით დარჩია („კოლხი").
ამ დღეს, ბოლო თამაში თბილისის ოლიმპიურ სასახეში საღამოს 21:00 დაიწყო. მესამე ტური ცენტრალური შეხვედრაში „აგორა", „ტატიშვილს" დაუპირისპირდა. მატჩი „ტატიშვილის" გამარჯვებით 7:2 დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე, გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი, გიორგი სილაგავა გახდა. ამ შეხვედრაში, სილაგავამ საკუთარ აქტივში ოთხი გოლი ჩაიწერა და ჰეთრიკი გაიფორმა.
"პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს რომელიც გვერდით გვედგა მთელი თამაშის განმავლობაში, აგორა ძალიან ძლიერი გუნდია, ვიცოდით რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი გამარჯვება უფრო მონდომებამ განაპირობა, რადგან მოედანზე უფრო მოტივირებულები გავედით",- ამბობს, გიორგი სილაგავა.






ჩვენ








