
დღეს უეფა-ში, ალბათ ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მძიმე სხდომის გამართვა მოუხდა. თუმცა, ფეხბურთის ევროპულ სახლში, მაინც მოახერხეს უეფა-ს 2024-2025 წლების ახლი სეზონის ფორმატზე მსჯელობაც და არ დავიწყებიათ „ევრო 2020", რომელიც რამდენიმე თვეში, გაიმართება.
ევრო 2020
აღმასკომმა, ბილბაოში, დუბლინსა და მიუნჰენში დაგეგმილ თამაშებზე ისაუბრა. დიდი ჭოჭმანის შემდეგ, ამ ქალაქებმაც ტრიბუნებზე გულშემატკივრის დაშვებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადეს.
შესაბამისად, უეფა-მაც აღნიშნული ქალაქებში ევროპის ჩემპიონატის თამაშების მასპინძელ ორგანიზაციებს, კონკრეტულ წინადადებებზე გადასვლა შესთავაზა და ამისთვის ვადა 2021 წლის 23 აპრილამდე მისცა. ამ დღეს, მხარეებს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართება.
ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგა 2021-2025
ქალთა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის განახლებულ ფორმატამდე, რომელიც ზაფხულში არის დაგეგმილი და ქალთა საკლუბო ფეხბურთისთვის ახალ ერას ნიშნავს, უეფა-მ ფინანსების გადანაწილების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ის ახალი მოდელი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც განახლებული ტურნირი ჩატარდება. უფრო დაწვრილებით, თუ რა მექანიზმით მოხდება თანხების გადანაწილება, უეფა უახლოეს კვირაში გამოაქვეყნებს საბოლოო გადაწყვეტილებას/
მასპინძელთა დანიშვნა
ქალათა და ვაჟთა შორის, ასაკობრივი ტურნირების მასპინძლობის უფლება, უეფა-ს გადაწყვეტილებით მიიღეს:
ქალთა შორის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება:
2023 - ესტონეთი
2024 - შვეცია
2025 - ფარერის კუნძულები
ვაჟთა შორის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება"
2023 - უნგრეთი
2024 - კვიპროსი
ქალთა შორის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება:
2023- ბელგია
2024 - ლიეტუვა
2025 - ბელარუსი
ვაჟთა შორის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება:
2023 - მალტა
2024 - ჩრდილოეთ ირლანდია
2025 - რუმინეთი
და ბოლოს, გადაწყდა, რომ ფუტსალში, ევრო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიას, 19-წლადეთა შორის, ესპანური ანდალუსიის ქალაქი ხაენი უმასპინძლებს.





ჩვენ








