
ფიბა ევროპის თასის, 6 დეკემბრის თამაშის შემდეგ, თბილისის „დინამო", სუპერლიგაზე შემცირებული სკამით დაბრუნდა. დინამოელთა შორის, აღარ არის სერბი ნიკოლა გაჩეშა, რომელიც ამ სეზონზე, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შედეგიანი მოთამაშე იყო. მატჩის შემდეგ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ tsff.ge-ს განგვიმარტა, რომ გაჩეშას კონტრაქტი დაუმთავრდა და ის, ახლა სამშობლოში იმყოფება.
გაჩეშასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული თბილისეთა კლუბის პრეზიდენტსაც. ვატო ნაცვლიშვილმა, არც უარყო და არც დაადასტურა, რომ გაჩეშა კლუბს, დაუბრუნდება თუ საბოლოოდ წავიდა. შეგახსენებთ, 6 დეკემბრის მატჩამდე, „დინამო" ახალგაზრდა სერბსა, იოან ჩრნიჩსაც დაემშვიდობა. თუმცა, ჩრნიჩის გუნდიდან წასვლა, „დინამოსა" და კალათბურთელს შორის, ურთერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. ახლა, „დინამოში", ლეგიონერებიდან ლაველ ბოიდი და კაელ ტურპინი დარჩნენ.
როგორც ჩანს, ქართულ სპორტულ რეალობაში, მკვიდრდება მოსაზრება, რომ რამდენი მოთამაშეც არ უნდა წავიდეს კლუბიდან შუა სეზონში, „დინამო" (საფეხბურთო კლუბი „დინამოსი" არ იყოს) ის ფენიქსია, რომელიც აღდგენას ყოველთვის მოახერხებს. ირაკლი ხოშტარია, კი თავისი საფეხბურთო კოლეგის მსგავსად, იმ კალათბურთელთა რესურს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა, „დინამომ" ის შედეგი აჩვენოს, რაც მის სახელს შეეფერება. თორემ, გულშემატკივარი, თამაშებზე არც ისე და არც ასე, არ დადის.
დღესაც, ორი ტრადიციული თბილისური საკალათბურთო კლუბის დაპირისპირება, რომელთა მონაწილეობით თამაში „ბნელ 90-იანებში" არა თუ ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზსს, სპორტის სასახლესაც კი ავსებდა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა. ერთ დროს, თანაგუნდელების ირაკლი ხოშტარიას „დინამო" და არჩილ ჟღენტის „კაკტუსი", კი გამარჯვებისთვის, ბოლო წამებამდე იბრძოდნენ. „დინამოსგან" განსხვავებით, ორი ახალი ლეგიონერით, ტერიკ ბრიჯმენითა და ჯონ მიჩელით გაძლიერებულმა „კაკტუსმა" პირველი მეოთხედი, მხოლოდ 4 ქულით წააგო 28-24. მეორე მეოთხედიდან კი, ჯერ 6 ქულით მოახერხა წინ გაჭრა და შესაბამისად მეოთხედი 15-22, ხოლო ტაიმი 3 ქულით მოიგო 43-46.
ბოლო ორი მეოთხედი, „დინამომ" ერთნაირი ანგარიშთ 24-20 მოიგო. მატჩის საბოლოო ანგარიშშიც, 5 ქულიანი სხვაობით 91-86, „დინამომ" იმარჯვა. მესამე მეოთხედის მცირედ მონაკვეთში, „კაკტუსმა" მოახერხა ის, რომ 10 ქულიანი უპირატესობითაც კი დაწინაურდა. თუმცა, მესამე პერიოდის დასრულებამდე, „დინამომ", ჯერ ამ 10-ქულიანი სხვაობის გაქვითვა მოახერხა, თან ისე, რომ საკუთარ ფარში ბურთი არ მიიღო, შემდეგ კი ანგარიშში წინაც გავიდა. საბოლოოდ, ამ მეოთხედის შემდეგ, ანგარიში 67-66 იყო „დინამოს" სასარგებლოდ.
მეოთხე მეოთხედი, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. როგორც თავში ავღნიშნეთ, ბოლო წამებამდე, ძნელი იყო სათქმელად, თუ ვის გაუმართლებდა. თუმცა, ევროსარბილეზე გამოცდილებადაგროვებული დინამოელები ბოლომდე „დარჩნენ" თამაშში და არჩილ ჟღენტის გუნდს, არ მისცეს საშუალება მატჩის ბოლოს მოპოვებული, რამდენიმე ქულიანი უპირატესობა გაეფლანგათ. „დინამომ" სუპერლიგის ეს თამაში 91-86 მოიგო და მიმდინარე გათამაშებაში, ჯერ-ჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს. ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი, კაკტუსელი დეანდრე პარკსი იყო. მან, 33 ქულით დაასრულა მატჩი. დინამოელთა შორის საუკეთესო 14 ქულით, 8 მოხსნით, 6 პასით ლევან ფაცაცია იყო. ახლა, „დინამოს", 7 თამაშიდან, 7 მოგება და ჩემპიონატის ცხრილის მე-3 ადგილზეა. თუმცა, 1-2 ადგილზე მყოფი გუნდებისგან განსხვავებით 2 თამაშით ნაკლები აქვს გამართული.
მომდევნო შეხვედრას „დინამო" 15 დეკემბერს, ქუთაისში, „ქუთაისთან" გამართავს. „კაკტუსი" კი 12 დეკემბერს, თბილისში, „ოლიმპს" დაუპირისპირდება.
***

დღესვე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სუპერლიგის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი „სოხუმი", „მგზავრებს" დაუპირისპირდა.
„ჰაერივით გვჭირდებოდა ეს გამარჯვება, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით და თამაშის სადავეები ხელიდან წაგვივიდა. ამას თან დაერთო ტრავმირებული მოთამაშეები. მეც, როგორც მწვრთნელმა დავუშვი რამდენიმე შეცდომა. ვულოცავ „მგზავრებს ამ გამარჯვებას" - ამბობს ვაჟა კვარაცხელია, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.
არანაკლებ, მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში „მგზავრებისთისაც", რომლებიც მატჩის სტარტიდან ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას. პირველი მეოთხედი, მგზავრებმა 29-21 მოიგეს, მეორე 20-14. სოხუმელებმა, მესამე პერიოდი კი მოიგეს 24-13, თუმცა, ეს არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ მატჩის ბედი საბოლოოდ შემოეტრიალებინათ. მატჩის საბოლოო შედეგი 86-82 არის, „მგზავრების" სასარგებლოდ.
„პირველ რიგში ჩემს გუნდს მინდა მივულოცო გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში, ასევე ცუდი მე-3 პერიოდი გვქონდა. როცა ანგარიშის დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მაშინ ძალიან მოვეშვით, რითაც მეტოქემ ისარგებლა. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ გუნდში და გამოვასწორებთ", - ამბობს, ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო კახაბერ ჯინჭარაძე იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. ადრიან ბოუიმ თავის გუნდს 19 ქულა მოუტანა, რატი ნუცუბიძის ანგარიშზე კი 15 ქულა მოგროვდა. სანდრო სანაძემ 11 ქულა შესძინა „მგზავრებს". სოხუმელთაგან საუკეთესო 24 ქულით, კვან უოლერი იყო. ლევან რევაზაშვილმა და ბოგდან ბაიდამ 11-11 ქულა დააგროვეს.
***

მორიგი გამარჯვება ჩაიწერა სათვალავში, რამაზ გოგობერიშვილის „რუსთავმა". სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ რუსთაველებს, არ გასჭირვებიათ, სუპერლიგის დებიუტანტის, „მარნეული-დელტას" დამარცხება, რომელიც, როგორც სჩანს, სეზონის მიმდინარეობისას, სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ვერა და ვერ „ალაგებს" თამაშს.
„თამაშისთვის პრაქტიკულად ვერ ვემზადებით, რადგან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, შედეგიც სახეზეა. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან და მწყობრში ჩავდგებით", - ამბობს თემურ კანკია, მარნეულის „დელტას" მთავარი მწვრთნელი.
რუსთაველებმა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვეს დამაჯერებელი უპირატესობა და პირველი პერიოდი 23-11 მოიგეს. მიუხედავად, ბევრი ტრამვირებული მოთამაშისა, მარნეულელებმა მეორე ათწუთეულში თამაში თითქოს, დაალაგეს, თუმცა, ჩამორჩენის შემცირება ვერ შესძლეს. პირველი ტაიმის შემდეგ, რუსთავი 46-35 იგებდა. რუსთაველებმა მესამე პერიოდში, სხვაობა 17 ქულამდე გაზარდეს. მატჩი კი საბოლოოდ, 14 ქულით, 86-72 მოიგეს.
„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, თუმცა დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა და ვეცდებით გამოვასწოროთ", - ამბობს, რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი.
რუსთაველთაგან, 20 ქულით და 8 მოხსნით ტაირელ ნელსონი იყო ყველაზე შედეგიანი. 14 ქულა დაგროვდა, ადამ ბლეიზეკმა. ლევან ცეკვავამ 13 ქულა მიითვალა. მარნეულელთა შორის 21 ქულით ქვიად ანთაძე იყო ყველაზე შედეგიანი. ნიკ ნილმა კი ამ შეხვედრა 15 ქულა დააგროვა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო-მასალა





ჩვენ








