
ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დღეს, უეფა-ს აღმასკომმა 2024-2025 წლების ტურნირების ფორმატი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ხანგრძლივი და მასშტაბური კონსულტაციების შედეგად მიიღეს, თუმცა, მანამდე უეფა-ს დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროპის კლუბების ასოციაციის (ეკა)-ს და უეფა-ს საკლუბო ტურნირების კომიტეტის სრული მხარდაჭერა უსწრებდა.
უეფა, აღნიშნულ ცვლილებებს, ევროპული ფეხბურთის სამომავლო კეთილდღეობით ხსნის, სადაც ყველა რანგის ტურნირი და ყველა მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ღია შეჯიბრობითობა და სპორტული პრინციპების დაცვა, ისევე, როგორც ეროვნული ჩემპიონატების დაცვა, ძალაში რჩება.
„ეს ახალი ფორმატი მხარს უჭერს ევროპის მასშტაბით ყველა ეროვნული ჩემპიონატების სტატუსს. ის, იცავს პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ევროპული ტურნირები, შიდა ტურნირებში მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული. ასევე, იცავს სოლიდარობის პრინციპებს, თამაშის ყველა ეტაპზე და ღია შეჯიბრის იდეას", - აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა, უეფა-ს პრეზიდენტმა, სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით:
„სრულყოფილი ფორმატი, კვლავინდებურად რეალურს ხდის ყველა ევროპული კლუბის ოცნებას, მოხვდეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, მიღწეული შედეგების მიხედვით. ის უზრუნველყოფს, ცხოვრებისუნარიანობას, განვითარებას და გაზრდას, ხანგრძლივ ჭრილში ევროპული საფეხბურთო ოჯახის ყველა წევრისთვის და არა, მცირე, თვითგამოცხადებული კარტელის ინტერესებს.

ფეხბურთი -ეს, არის სოციალური და კულტურული საგანძური, გამდიდრებული ფასეულობებით, ტრადიციებითა და ემოციები, რომელსაც მთელი ჩვენი კონტინენტი იზიარებს. უეფა, როგორც ხელმძღვანელი ორგანო და ევროპულ ფეხბურთზე პასუხისმგებელი, ვალდებულია ამ მემკვიდრეობას გაუფრთხილდეს, ასევე უხელმძღვანელოს ევროპული ფეხბურთის დადებითი მიმართულებით განვითარებას ეროვნული ფედერაციების, ლიგების, კლუბების, მოთამაშეების და გულშემატკივრის სასარგებლოდ. ამიტომაც, ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენ მასშტაბური კონსულტაციები ვაწარმოეთ და ჩვენი შეთავაზებებისთვის ერთხმად მივიღეთ მხარდაჭერა. დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული რეფორმები ამ მიზნების მიღწევაში მოგვეხმარება".
ახლა ფორმატთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, როგორებიცაა მაგალითად კლუბების შერჩევის სქემა, თარიღები, განთესვის სისტემა, ფინალების ფორმატი, კოეფიციენტი და ფინანსების განაწილება, უეფა, პირობას იძლევა, რომ წლის ბოლომდე იქნება ცნობილი. საჭიროების შემთხვევაში, უეფა არ გამორიცხავს დღეს მიღებულ ფორმატში, კიდევ შეიტანოს ცვლილებები.
ამავდროულად უეფა, ადასტურებს რომ მზადაა ევროპული ფეხბურთისათვის მყარი ფინანსური ვალდებულებები აიღოს. უეფა, ყველა ნაბიჯს გადადგამს, რათა ფინანსური სოლიდარობის ფარგლებში, უფრო მეტი კლუბის ჩართვა მოხერხდეს. ისეთ კლუბებზეა ლაპარაკი, რომლებიც ევროთასებზე არ მონაწილეობენ. უეფა-ში თვლიან, რომ მსგავსი ქმედებები იმ ფუნდამენტს გაამყარებს, რაზეც წლები დგას უეფა.
უეფა, ასევე მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან და შესთავაზოს, სხვადასხვა შეჯიბრებზე მოთამაშეთა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ზომების მათეული ხედვა.
ტურნირის ფორმატი
ჩემპიონთა ლიგაზე უეფა ზრდის მონაწილეთა რიცხვს და ის 32-დან 36-მდე იზრდება. მთავარი ცვლილებები შეეხება ჯგუფურ ეტაპს; გუნდები ერთ ლიგად ითამაშებენ გათამაშების ამ ეტაპს. თუკი ადრე, ცალკეული კლუბს ექვსი თამაშის გამართვა უწევდა (სახლში და გასვლაზე) ახლა, ყველა საერთო ეტაპზე მინიმუმ 10 მატჩს ითამაშებს 10 მოწინააღმდეგის წინააღმდეგ (5 სახლში და 5 გასვლა).
საერთო ეტაპის 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ 1/8 ფინალში გავდა. ის გუნდები, რომლებიც მე-9 ადგილიდან ქვევით 24-ადგილამდე ითამაშებენ, 1/8 ფინალში მოსახვედრ ფლეი-ოფებს და კიდევ დამატებით 8 გუნდს გამოავლენენ.
ანალოგიურად შეცვლება ევროპა ლიგის ფორმატიც, სადაც საერთო ეტაპზე გუნდებს 8 მატჩს ჩატარება მოუწევთ, კონფერენს ლიგაში 6 მატჩის. მოლაპარაკებების შედეგად, ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ ამ ტურნირებზეც მონაწილეთა რიცხვი გაიზარდოს 36-მდე.
ჩემპიონთა ლიგა კვლავ დარჩება ღია ტურნირი. შესაბამისად, გუნდებს, ძველებურად, იქ მოხვედრა, შიდა ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგების შესაბამისად შეეძლებათ.
ერთ დამატებით ადგილს მიიღებს ეროვნულ ჩემპიონატზე, მესამე ადგილზე გასული კლუბი, რომლის საფეხბურთო ასოციაციაც (ნაკრები) უეფა-ს რეიტინგების მიხედვით, იმ მომენტში მე-5 ადგილზე იქნება. კიდევ ერთ საგზურს მიიღებს, ეროვნული ჩემპიონი, რომელიც ე.წ. ჩემპიონის გზით იქნება კვალიფიცირებული. შესაბამისად ამ გზით მოხვედრილი გუნდების რიცხვი ოთხიდან ხუთამდე გაიზრდება.
დარჩენილი ორი ადგილი განკუთვნილია ბოლი ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე კლუბებისთვის, რომლებიც ვერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე, მაგრამ იბრძოდნენ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე, ევროპა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე.
ყველა მატჩები ფინალამდე, ძველებურად, შუა კვირაში ჩატარდება. ამით უეფა, მის წევრ ქვეყნებში შიდა ჩემპიონატების კალენდარს აღიარებს.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








