დადგა სოლიდარობის დრო
დადგა სოლიდარობის დრო
20.04.2021
ავტორი: ქრისტინა დარასელია

უეფა-ში, ქალთა ფეხბურთის ხელმძღვანელმა,ნადინ კესლერმა, პირადი სოციალური ქსელით, ღია წერილით მიმართა საზოგადოებას „სუპერ ლიგის" შექმნასთან დაკავშირებით და თამაშებზე, მისი გავლენის შესახებ ისაუბრა.


„ძვირფასო ფეხბურთელებო, ძვირფასო ქალთა ფეხბურთის ჩემპიონებო,


დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველამ წაიკითხეთ დახურული ევროპული სუპერლიგის შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას მამაკაცთა 15 ტოპ კლუბი მიიღებს და სადაც, არ იქნება გავარდნის პრინციპი. იმავე პრესრელიზში, თქვენ, შეიძლება ასევე წაიკითხეთ, კომენტარის სახით, რომ  სამომავლოდ, იგივე ქალთა ევროპული სუპერლიგის სახითაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს.


სიახლეს, ჩვენთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ვიგებთ და ეს, იმ დროს,როდესაც უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, მომავალი ზაფხულიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ყველა იმ გეგმას,  რომელიც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშებისთვის, ჩვენ გულდასმით შევიმუშავეთ, ECA-ს, კლუბებთან და ლიგებთან ერთად.  უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი იქნება უფრო ყურებადი, გაზრდის კონკურენციას, ფინანსურ წახალისებას და სოლიდარობას. ეს კი, მიზნად ისახავს ქალთა ფეხბურთის ახალი ეპოქის შექმნას. შეჯიბრი, რომელიც ღია იქნება და, შესაბამისად, საშუალებას მისცემს კლუბებსა და მოთამაშეებს მთელი ევროპის მასშტაბით, გააგრძელონ ოცნება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტროფეის მისაღებად.


რაზე მოახდენს ეს ცვლილება გავლენას ქალთა ფეხბურთთან მიმართებაში?


ქალთა ფეხბურთი, მისი აყვანა პროფესიოულ დონეზე და განვითარება, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოთამაშეთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს მუდმივი პროფესია და გარანტირებული წვდომა უმაღლესი კლასის მომსახურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში მნიშვნელოვანი წინსვლაა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კლუბი, ფედერაცია და მმართველი ორგანო, რომლებიც ინვესტიციებს ჩადებს, პროფესიონალური სტრუქტურების შესაქმნელად, რაც ბევრ მოთამაშეს მოუტანს სარგებელს. ჩვენ არა მხოლოდ მეტი კლუბები გვჭირდება, არამედ უკეთესი ბალანსი ამ კლუბებს შორის და არა ისე, რომ მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულმა მოთამაშემ შეძლოს  განვითარება. ამ კლუბებს უნდა ჰქონდეთ ამბიცია, იყვნენ ევროპის წამყვან ქალთა საკლუბო საფეხბურთო საზოგადოების წევრები, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის წევრები.ბუნებრივია, მოვლენების ასეთი განვითარება, ერთნაირად დამანგრეველი იქნება ყველა ეროვნული ლიგისთვის, რომლებმაც ძალღონე არ დაიშურეს, რათა ქალთა ფეხბურთი პროფესიულ დონეზე ასულიყო. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ბოლო წლებში გადაიდგა, მათ შორის ბევრი სირთულე,  რაც ფეხბურთელმა გოგონებმა მთელ ევროპაში  გამოიარეს, იმისთვის, რომ ეს თამაში პროფესიად ექციათ, ამ ტურნირის შემქნის შემდეგ დაკარგულ ოცნებად დარჩება.


როგორც ყოფილი მოთამაშე, როგორც ადამიანი, ვინც თამაშობდა ფეხბურთს, ცხოვრობს, მუშაობს და სუნთქავს ამ სპორტით, ის, ვისაც სჯერა მეტოქეობის აუცილებლობისა  და ღია კონკურენციის ფარგლებში დაფუძნებულ სპორტულ მიღწევებს  და საშუალებას აძლევს ყველას, მოექცეს სათავეში და ამიტომ თვლის, რომ „საუკეთესო" იმარჯვებს, დამარცხებული დაქვეითდება და შემდეგ სეზონში, ისევ მიეცემა შანსი მონაწილეობის. როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარ გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი სოლიდარობის ფასი,რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ ფეხბურთის ძალა მის არაპროგნოზირებადობაშია,გირჩევთ,გამოხატოთ თქვენი პოზიცია.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთის უფრო მჭიდრო კავშირებზე, გაზრდილ სოლიდარობაზე - ახლა, სოლიდარობის დროა. მთელი ეს საფეხბურთო ეკოსისტემა აფინანსებს ყველაფერს, დაწყებული გრასრუთსიდან ელიტამდე, ქალთა ფეხბურთის ჩათვლით, ფინანდება ყველა სასიცოცხლო მიმართულბა, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი თამაში.


გთხოვთ, გამოყოთ დრო და  გაეცნოთ  ამ საკითხის დეტალებს და მეტი გაიგოთ,  საფეხბურთ პირამიდის სოლიდარობის პრინციპების შესახებ, რამაც ჩვენი სპორტი ყველაზე წარმატებულად აქცია მსოფლიოში.


რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ის  იქნება მნიშვნელოვანი, რადგან თქვენ წარმოადგენთ  ამ თამაშს.თქვენს აზრს, როგორც ფეხბურთელის,როგორც ქალთა საფეხბურთო ჩემპიონისას აქვს მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც გგონია, რომ სიხარბემ დაჩრდილა საზოგადოება და საფეხბურთო მოთხოვნილებები საერთო ჯამში, ჩვენი სპორტის ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია. რადგან სოლიდარობას აქვს მნიშვნელობა!"


სარედაქციო მინიშნება: გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის არც სხვადსხვა დროს ქართულ საფეხბურთო ორგანიზაციებში მომუშავეთა დიდმა ნაწილმა, დღემდე არ იცის, თუ რა დატვირთვა აქვს უეფა-ს სოლიდარობის პირამიდას არა მხოლოდ მსოფლიო და ევროპული ფეხბურთისთვის, არამედ, ჩვენთვის, ქართული ფეხბურთისთვისაც, ჩვენ შევედებით, ლოკალურ მაგალითებზე მოყოლით აგიხსნათ.