
ოლიმპიურ თამაშებამდე საქართველოს ნაკრებს კიდევ ორ ტურნირზე მოუწევს ასპარეზობა. თუმცა, მანამდე, სპორტსმენები მცირედს შეისვენებენ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ლისაბონში დასრულებული ევროპის ჩემპიონატიდან 5 მედლით დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მედლები მოიპოვეს:
ოქრო - ლაშა ბექაურმა,
ვერცხლი - ვაჟა მარგველაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა
ბრინჯაო - გურამ თუშიშვილმა.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატის პირველივე გამოჩენისას, კონტინენტის მთავარი ჯილდო მოიპოვა, უკვე დასრულებული პირველობის შემდეგ, ორგანიზატორებმა, საუკეთესო იპონების ჩამონათვალში ლაშა ბექაურის, ბექა ღვინიაშვილის, ვარლამ ლიპარტელიანისა და ლევან მატიაშვილის გდებები მოხვდა.
ევროპის ძიუდოს კავშირმა, ლისაბონში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, 2019 წლის საუკეთესოებიც დააჯილდოვა. მოგეხსენებათ, ცერემონია, 2020 წელს უნდა გამართულიყო თუმცა, პანდემია ამ საკითხშიც კორექტივი შეიტანა. საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტად ლაშა ბექაური დასახელდა. საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ლუხუმ ჩხვიმიანი გამოაცხადეს. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ხოლო ზურაბ კახაბრიშვილი საუკეთესო ექიმად აღიარეს.





ჩვენ








