
ვარშავაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ მხრივ შედეგიანი გამოდგა არაოლიმპიური და ოლიმპიური, შესაბამისად - 79 და 97 კილოგრამ წონითი კატეგორიები.
ნიკა კენჭაძე (79 კგ) ჭიდაობას მერვედფინალიდან შეუდგა და უკრაინელი და რუსი მოწინააღმდეგეების ბარიერის გავლის შემდეგ, ნახევარფინალში სლოვაკეთის წარმომადგენელ ახსარბეკ გულაევთან 4:5 წააგო, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცა. კენჭაძემ მესამე ადგილისთვის სომეხ არმა ნავაგიანს შეხვდა და აშკარა უპირატესობით - 10:0 დაამარცხა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი ელიზბარ ოდიკაძე (97) ასპარეზში ასევე მერვედფინალიდან ჩაერთო. მოუგო მაკედონიელ და ბელარუს მეტოქეებს, მაგრამ ნახევარფინალში თურქ სულეიმან კარადენიზთან 5:7 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა. ოდიკაძემ შანსი წარმატებით გამოიყენა - გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი 5:0 დაამარცხა.





ჩვენ








