ცვლილებები ევრო 2020 მასპინძელ ქალაქებში
ცვლილებები ევრო 2020 მასპინძელ ქალაქებში
24.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა „ევრო 2020"-ის მასპინძელი ქალაქების ცვლილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჩვენი გვერდის მკითხველს ემახსოვრება, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რამდენიმე მასპინძელი ქალაქი, თამაშებზე მაყურებლის დაშვებისგან თავს იკავებდა. უეფა-მ, ამ ქალაქებს განსაზღვრული ვადა მისცა და პასუხს დაელოდა.


„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თამაშების მასპინძელ ასოციაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა თამაშები ჩატარდეს უსაფრთხო და საზეიმო გარემოში. მოხარული ვარ, რომ სტადიონებზე მოვახერხებთ, გულშემატკივრის შეშვებას და საფეხბურთო სანახაობით დატკბობას, მთელი ევროპის მასშტაბით" , - ამბობს ალექსანდრ ჩეფერინი, უეფა-ს პრეზიდენტი.


მიუნხენმა, ბოლო მომენტში დაადასტურა, რომ მზადაა 14500 მაყურებელი ტრიბუნებზე დაუშვას. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიუნხენი მზადაა, „ევრო 2020"-ის წინასწარდაგეგმილ ოთხივე მატჩს უმასპინძლოს.


ასევე გადაწყდა, რომ ბილბაოს ნაცვლად, მატჩებს სევილია, დუბლინის მაგივრად კი, სანქტ-პეტერბურგი ან ლონდონი უმასპინძლებს. სევილიაში გაიმართება, ბილბაოს დაგეგმილი ოთხივე მატჩი და მათ სათანადოდ ჩატარებაზე ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ხელისფლება მზადაა იზრუნოს. E ჯგუფის 3 შეხვედრას და ერთ 1/8 ფინალურ თამაშს, სტადიონის საერთო მოცულობის 30% დაესწრება. თამაშებს კი, „ესტადიო დე ლა კარტუხა" უმასპინძლებს. ამავე ჯგუფის 3 შეხვედრა კი, რომელიც დუბლინში უნდა გამართულიყო, სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება. დუბლინში გასამართი 1/8 ფინალი კი, ლონდონში, „უემბლიზე" ჩატარდება.


აქვე, უეფა ბილბაოსა და დუბლინში თამაშებზე გაყიდული ბილეთების მფლობელთათვის ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ ყველა ბილეთი ანულირებულია. მათ მფლობელებს კი, თანხა სრულად დაუბრუნდებათ. ბილეთების მფლობელებს, დაწვრილებითი ინფორმაციები დაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით. ახალი ბილეთების შესაძენად მათ პრიორიტეტული მყიდველის სტატუსი მიენიჭებათ და გადატანილ თამაშებზე, ბილეთების ყიდვის სურვილის შემთ


ხვევაში, მათ ე.წ. ცოცხალ რიგში, ამ პრიორიტეტით შეეძლებათ სარგებლობა.

 

მასალა მომზადებული UEFA.COM -ის მიხედვით

ფოტო:  @UEFA