
ხვალ, 27 აპრილს, საქართველოს თასის 2020-2021 წლების სეზონის მფლობელი გაირკვევა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს, მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე სტაბილურად მოასპარეზე „ქუთაისი" და „ოლიმპი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა, თბილისის დროით, 17:00 დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის მეშვეობით იქება შესაძლებელი.
დღეს კი, ოთხთა ფინალი გაიმართა, რომელიც საქართველოს თასის გათამაშებისთვის ისტორიულია. პირველად, თასის გათამაშების დასკვნითი ფაზა, გადაწყდა, რომ სწორედ ამ სახით ჩატარდებოდა. როგორც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი იტყობინება, აღნიშნული სიახლე ამ ტურნირში წინა წელს დაიგეგმა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ოთხთა ფინალის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან თასის გათამაშება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტურნირები 2020 წლის მარტში შეწყდა.
იმავე გვერდის ინფორმაციით, კორონა ვირუსმა მიმდინარე გათამაშებაშიც შეიტანა ცვლილებები, თუმცა რეგულაციების დაცვით ვაჟთა პროფესიული საკალათბურთო ტურნირები (სუპერლიგა, "ა" ლიგა, თასის გათამაშება) გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
რაც შეეხება თასის გათამაშებას, ოთხთა ფინალში „რუსთავმა", „ქუთაისმა", „ცხუმ-აფხაზეთმა" და „ოლიმპმა" იასპარეზეს. საინტერესოა, რომ კოვიდ-რეგულაციების გამო „ოლიმპისა" და თსუ-ის წყვილიდან, რომელთა დაპირისპირებაც პანდემიის გამო, გადაიდო, ამავე მიზეზით კი, ოთხთა ფინალში „ოლიმპმა" ითამაშა.
½ ფინალში, „ოლიმპი" ტურნირის ფავორიტ „რუსთავს" შეხვდა და 91-78 დაამარცხა. მეორე წყვილში „ქუთაისი", „ცხუმ-აფხაზეთს" დაუპირისპირდა და 78-62 გაიმარჯვა. ტურნირის დებულების თანახმად, ½ ფინალები ერთი მატჩისგან შედგება და მათში გამარჯვებულები სატიტულო მატჩს, სწორედ, ხვალ 27 აპრილს ითამაშებენ.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








