
ეროვნული ლიგის მე-10 ტური, 2021 წლის გათამაშებაში ყველაზე მეტად მოულოდნელი გამოდგა. თამაშები, ტრადიციულად ორ დღეზე იყო გადანაწილებული და ორივე დღე, სავსე იყო სიურპრიზებით.
მაგალითად, ქობულეთის „შუქურამ", რომელმაც „დინამო თბილისი" გამოაგდო სათასო შეხვედრიდან, რამდენიმე დღეში, ქულები წაართვა გორის „დილას". შავიზღვისპირელებისთვის, როგორც ჩანს, ფეროელთა ქალაქი უფრო ფეხბედნიერია, ვიდრე მშობლიური ქობულეთი. ასეა თუ ისე, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, მათ მორიგი ქულა აიღეს და სატურნირო ცხრილის სამეულში მოსახვედრად მებრძოლ „დილას" საქმე კიდევ უფრო გაურთულეს. დაძაბულ შეხვედრაში, რომელშიც საერთო ჯამში გოგა კიკაჩეიშვილს, 6 ყვითელი ბარათის ჩვენება დასჭირდა, ანგარიში, მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვიმა გახსნა. ქულის გადარჩენა გორელებმა, მხოლოდ 75-წ წუთზე მოახერხეს, როდესაც, ამოს ნონდის გადაცემის შემდეგ, შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ჩიტეიშვილმა მოახერხა ანგარიშის გაქვითვა. შეხვედრა, ფრედ, 1-1 დასრულდა.
***
მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა, გია ცეცაძის „სამტრედიამ". იმერლებმა, სახლში, „თელავი" მიიღეს და მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხეს. 25-ე წუთზე ანგარიში, ნათან ჟუნიორმა გახსნა და „სამტრედია" დააწინაურა. ზუსტად სამ წუთში კი, ილია ბერიშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა გოლი და მასპინძლები, შესვენებაზე მასპინძლები, უკვე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, „თელავმა" მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა, თუმცა, მეტზე ძალა არ ეყო და შეხვედრა 2-1 დათმო. იმას, გარდა, რომ „თელავმა", მეორე წრის სასტარტო მატჩში ქულები დაკარგა, მომდევნო შეხვედრებში გუნდს, ვერც ლაშა შერგელაშვილი დაეხმარება, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო.
***
უხლოეს დღეებში გაირკვევა თუ რამდენ მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი. „ლოკომოტივის" თავკაცი, „დინამო არენაზე", „საბურთალოსთან" მატჩის მეორე ტაიმში მსაჯმა მინდვრიდან გააძევა. სტადიონზე მოსული გულშემატკივარი და მატჩის მონაწილე ფეხბურთელები, ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ უჩვეულო ინციდენტის მომსწრე გახდენენ (ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ინციდენტი, უმაღლესი ლიგის დაპირისპირებაში პირადად არ მახსენდება). ჭიაბრიშვილმა, მსაჯის ქმედება გააპროტესტა და თავდაპირველად ყვითელი ბარათი მიიღო. მსაჯის ამ ქმედებით აღშფოთებულმა, მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო, არბიტრისგან, რაც ბუნებრივია წითელში გადაიზარდა. თუმცა, ლოკოელთა მწვრთნელმა ესეც არ იკმარა და მსაჯს ფიზიკურადაც შეეხო. შესაბამისად, მის ქმედებას, სადისციპლინო კომიტეტი გამოუტანს ვერდიქტს.
ასეა თუ ისე, მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა, „ლოკომოტივსა" და „საბურთალოს" შორის სტუმართა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, 21-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა. მატჩის პირველი ტაიმი, სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა. აი, მეორეში კი „ლოკომ" რამდენიმე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში დაწინაურების შესაძლებლობაც.
***
მატჩის ბოლოს, მცირე კონფლიქტით დასრულდა მე-10 ტურის მეორე საასპარეზო დღის პირველი მატჩიც წყალტუბოში. 26 მაისის სახელობის სტადიონზე, სადაც არც სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე მატჩზე დაშვებული გულშემატკივრის 30%-იანი ლიმიტი იყო დაცული, არც შესაბამისი სამსახურები აკონტროლებდნენ სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებელ პირობას, ისევე როგორც პირბადის ტარების წესს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილობრივი დიქტორის მიერ ცხადდებოდა), საორგანიზაციო კუთხით იყო კიდევ ერთი დარღვევა, რომელსაც მატჩის მიწურულს კონფლიქტი მოჰყვა. იმედია, აღნიშნულ გარემოებაზეც იმსჯელებს სადისციპლინო და მომდევნო თამაშებზე, წყალტუბოში ჩასული ნებისმიერი სტუმარი გუნდი, მსგავსი ინციდენტისგან დაცული იქენბა.
„დინამო თბილისის" სათადარიგო სკამის უკან, მასპინძელი კლუბის ფან-კლუბი იყო განთავსებული და ამ ორ მხარეს, ერთმანეთთან დაბალი რკინის ბადე აცილებდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელმა „სამგურალმა" შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურება მოახერხა, დინამოელთა მიმართ, აგრესია ტრიბუნებიდან, მეორე ტაიმში უფრო გაძლიერდა, რაც სათადარიგოთა სკამთან ნასვამი გულშემატკივრის მიჭრით და აგრესიით გამოიხატა. თუმცა, ორგანიზატორებისთვის, ეს შეუმჩნეველი გახდა და თბილისელებსაც „თავის დაცვა" თავად მოუხდათ.


სწორედ, ამ ინციდენტის დროს გავიდა „დინამო თბილისის" კარში მეორე გოლი და „სამგურალმა" მნიშვნელობანი 3 ქულა მოიპოვა. წყალტუბოელებმა, 2-0 გაიმარჯვეს. თუმცა, აქ ერთი გარემოებაც გასათვალისწინებელია, ისევ და ისევ იმის გამო, რომ ელიგაში მოასპარეზე კლუბების მცირე ნაწილის გარდა, კლუბები კოვიდ-ტესტებს აღარ იტარებენ, წინა ტურის შემდეგ, დინამოელებს კვლავ გამოაკლდათ რამდენიმე მოთამაშე, შესაბამისად, შევსებაც ნემსაძემ აკადემიის გუნდიდან გააკეთა.
***
ამ ტურის ბოლო შეხვედრა კი, გორში ჩატარდა, სადაც ნომინალურმა მასპინძელმა ბათუმის „დინამომ", ქუთასის „ტორპედო" მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვის, მათ, „ტორპედოს" წინააღმდეგ, რომელიც ამ მატჩში მთავარი მწვრთნელის გარეშე გამოდიოდა, საკმაოდ გაუჭირდათ. სხვათა შორის, გადამოწმებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ამ ტურის შემდეგ, ქუთაისელებს, კახა ჩხეტიანი დაუბრუნდებათ. დღეს კი, ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს. 39-ე წუთზე გოლი ბენჟამენ ტეიდიმ გაიტანა. მეორე ტაიმში კი, ლუკა ქაფიანიძემ, გოლის გაქვითვა მოახერხა და „ტორპედოს" ქულა გადაურჩინა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
***
ამ მომენტისთვის გათამაშებას 22 ქულით „დინამო თბილისი" ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს" 3, მესამე ადგილზე მყოფი „დილას" კი, 4 ქულით უსწრებს.
სატურნირო ცხრილი
თამაშების კალენდარი





ჩვენ








