
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს. იმედია, ბათუმის ახალი სტადიონი, რომელიც ხელოვნური მზის დამონტაჟების შემდეგ, სავარაუდოდ 8 მაისს ადგილობრივი „დინამოსა" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის" მატჩით უნდა გაიხსნას, ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბედნიერი იქნება. თავად „დინამო არენას" კი, რომელი მრავალი საინტერესო მატჩის მომსწრეა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სანაკრებო თამაშების მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს.
ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმის საფეხბურთო არენაზე შემდეგნაირად გამოიყურება:
2 სექტემბერი
საქართველო - კოსოვო
9 ოქტომბერი
საქართველო - საბერძნეთი
11 ნოემბერი
საქართველო - შვედეთი
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა და ადგილობრივმა კლუბმა იქ, ეროვნული ლიგის მატჩებს უმასპინძლა (კერძოდ „ლოკომოტივთან" და „დილასთან), გაირკვა, რომ 20 000 ადამიანზე გათვლილი უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო არენის მინდვრის საფარი საკმაოდ უხერხული იყო სათამაშოდ. სწორედ, ამის შემდეგ, აჭარის მთავრობას, აღნიშნული სტადიონის შესაბამის ფორმაში მოსაყვანად, დამატებითი ხარჯები და ე.წ. ხელოვნური მზის დამონტაჟება დასჭირდა, რაც საქართველოსთვის „პირველი მერცხალი" აღმოჩნდა.
ოფიციალურ მატჩებამდე კი, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს სტუმრად. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე - რუმინეთს დაუპირისპირდება. 8 ივნისს კი, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში საქართველოს ნაკრები ადგილობრივ ნაკრებს, პირველად დაუპირისპირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმი 31 მაისს, სფფ-ს 31-ე ყრილობას უმასპინძლებს და იქ იქნება მობილიზებული მთელი საფეხბურთო სამენეჯმენტო რესურსი, ეროვნული ნაკრებიც ამხანაგური მატჩებისთვის არაა გამორიცხული, რომ სწორედ აჭარაში შეიკრიბოს და ჩარტერული რეისითაც ბათუმიდან გაემგზავროს. შესაბამისად, ფიფა-ს საკვალიფიკაციო მატჩების დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარეც, სწორედ, აჭარაში მოუწევს, ნაკრებს 2021 წლის ყველა სანაკრებო შეკრების გავლა, ვინაიდან საშინაო და გასვლით თამაშებს შორის, მხოლოდ 3-3 დღეა სხვაობა და გუნდის შესაბამი ფორმაში და ოპტიმალური დროში გადაადგილებისთვის, თბილისი, ამ ეტაპზე თამაშ გარეში რჩება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩების განრიგი:
5 სექტემბერი
ესპანეთი - საქართველო
12 ოქტომბერი
კოსოვო - საქართველო
აქვე, შეგახსენებთ, რომ სწორედ ბათუმის ახალ სტადიონზე კეთდება ასაკობრივი ნაკრებების თამაშებზეც აქცენტი, შესაბამისად, რიკოთს აქეთ სტადიონები, თამაშგარეში რჩება.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








